„როგორ არის საქმე ამ მხრივ საქართველოში? ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან ცუდადაა! აი, როგორ გამოიყურება ეს მაგალითზე: როდესაც ბენეფიციარს 1 ლარს ურიცხავთ, მასთან მხოლოდ 54-დან 75 თეთრამდე მიდის, დანარჩენი მობილურ ოპერატორებს მიაქვთ (სხვათა შორის, ოპერატორებს განსხვავებული ტარიფები აქვთ). დარჩენილი თანხიდან სახელმწიფო კიდევ 20%-ს იღებს საშემოსავლო გადასახადის სახით. ასე რომ, 1 მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გადარიცხული ლარიდან ბენეფიციარი იღებს 44-დან 60 თეთრამდე, - აღნიშნავს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
მისი თქმით, ეს არის ძარცვა და ამით მოქალაქეებს ქველმოქმედების სურვილი უქვეითდებათ.
„დადგა დრო, რომ საქართველოშიც დავფიქრდეთ ამ საკითზე და მივბაძოთ ევროპული ქვეყნებს და უკრაინას... საზოგადოებამ უნდა თქვას თავისი მტკიცე სიტყვა ყოველი ლარის „დასაცავად“, რომელიც საქველმოქმედო მიზნით არის გადარიცხული და რაც უფრო მეტს იზამს ყოველი ჩვენგანი, მით უფრო მალე დავეხმარებით არა მხოლოდ გაჭირვებულებს, არამედ ყველა ადამიანს, მათ შორს, საკუთარ თავსაც“, - წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
**************************
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილის სრულ ტექსტს.
სატელეფონო ოპერატორებო და დეპუტატებო, რომლებიც მათ „მფარველობთ“, შეწყვიტეთ ბავშვებისა და მოხუცების ძარცვა, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ!
უკრაინაშიც კი გაათავისუფლეს გადასახადებისგან საქველმოქმედო მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ახლა იქ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა უფრო მარტივი იქნება!
როგორც იქნა, სამართლიანობამ იზეიმა. ამიერიდან თანხის 100%, რომელიც შეგროვდება საქველმოქმედო მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით, სრულად გადაერიცხება საბოლოო ადრესატს გადასახადების გადახდის გარეშე. საზოგადოებისთვის, რომელიც ამჟამად საკმაოდ რთულ პერიოდს განიცდის, ეს უდიდეს მიღწევად მიმაჩნია.
როგორ არის საქმე ამ მხრივ საქართველოში? ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან ცუდადაა! აი, როგორ გამოიყურება ეს მაგალითზე: როდესაც ბენეფიციარს 1 ლარს ურიცხავთ, მასთან მხოლოდ 54-დან 75 თეთრამდე მიდის, დანარჩენი მობილურ ოპერატორებს მიაქვთ (სხვათა შორის, ოპერატორებს განსხვავებული ტარიფები აქვთ). დარჩენილი თანხიდან სახელმწიფო კიდევ 20%-ს იღებს საშემოსავლო გადასახადის სახით. ასე რომ, 1 მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გადარიცხული ლარიდან ბენეფიციარი იღებს 44-დან 60 თეთრამდე.
განა ეს ძარცვა არაა? განა ამით მოქალაქეების ქველმოქმედების სურვილი არ ქვეითდება? ხომ არ დადგა დრო, რომ საქართველოშიც დავფიქრდეთ ამ საკითზე და მივბაძოთ ევროპული ქვეყნებს, უკრაინას მიბაძვა?!
მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით ადამიანები გაჭირვებულ, ავადმყოფ და საბრალო ხალხს დახმარების სახით მილიონობით ლარს ურიცხავენ ყოველწლიურად, ხოლო ამ თანხიდან დაახლოებით 70-%-დე მიაქვს სატელეფონო კომპანიებს და სახელმწიფოს!
ცხოვრებაში ყველაფერი ფულით არ იზომება, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ფულზე ამდენი სიცოცხლეა დამოკიდებული!
ამიტომ საზოგადოებამ უნდა თქვას თავისი მტკიცე სიტყვა ყოველი ლარის „დასაცავად“, რომელიც საქველმოქმედო მიზნით არის გადარიცხული და რაც უფრო მეტს იზამს ყოველი ჩვენგანი, მით უფრო მალე დავეხმარებით არა მხოლოდ გაჭირვებულებს, არამედ ყველა ადამიანს, მათ შორს, საკუთარ თავსაც.
ლეონიდ ჩერნოვეცკი
მასალის გამოყენების პირობები






