"თედეევი ჩვენი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ" - მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი სკანდალურ ფოტოზე განმარტებას აკეთებს
სოც.მედია - 01:41, 17 Aug, 2018     2322
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები და მთავარი მწვრთნელი, რუსეთის დროშიან მაისურში, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქო დეპუტატთან ერთად არიან გადაღებული, განმარტება გააკეთა გენო პეტრიაშვილმა:
"მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიან მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით რადგან ჩვენი
დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ.
მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის..
მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე როგორც ყველა ქართველს!" - წერს გენო პეტრიაშვილი.

„ეს ფოტო დაღესტანში ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას არის გადაღებული. ფოტოზე რუსეთის ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძამბოლატ თედეევია გამოსახული. ეს მაისურები არის სუვენირი, რომელიც ყველა დიდი საერთაშორისო ტურნირის ატრიბუტია. მსგავსი მაისურები იყო თბილისში კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე და რუსეთის ნაკრების თითქმის ყველა წევრი დადიოდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მაისურით. ეს პოლიტიკასთან არ არის არანაირ კავშირში. ძამბოლატ თედეევი ჩვენი მეგობარია. ის ყოველთვის და ყველგან ცდილობს, გვიქომაგოს და თუკი რაიმე პრობლემა დგება, ყოველთვის ცდილობს, იყოს ჩვენი ბიჭების მხარდამჭერი. ვიმეორებ, ეს არანაირად არ არის პოლიტიკასთან კავშირში. ეს მეგობრული ფოტოა და მეტი არაფერი“, – აცხადებს გიორგი იანტბელიძე.

იანტბელიძესთან ერთად, ფოტოზე გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მამუკა არევაძე არიან.

დაღესტანმა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს 30 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით უმასპინძლა. ძამბოლატ თედეევი 1968 წელს ცხინვალის რეგიონში დაიბადა. ის 11 წლიდან ჭიდაობას მისდევს. თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია. მას მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სპორტის ოსტატის ჯილდო. 2001—2012 წლებში იყო რუსეთის ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 2016 წლიდან ის კვლავ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42