სმიტების ოჯახის მკვლელობა - მოკლული რაიანს სმიტის ოჯახის წევრებს მარნეულის მერი არ შედგა.
რაიან სმიტის ოჯახს მარნეულში სათამაშო მოედნის აშენება სურს, თუმცა მარნეულის მერმა დღეს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. აღნიშნულს საკითხზე კომენტარი „კურიერთან“ მოკლული სმიტის ძმამ გააკეთა:
„ეს არის იმ აღჭურვილობის სურათები, რომლის ჩამოტანაც გვინდა მარნეულში აშშ-დან. მომზადებული გვაქვს გეგმა, როგორ უნდა მოეწყოს სათამაშო მოედანი. ეს ადგილი ამისთვის ძალიან კარგი იქნება რადგან უსაფრთხოა და ცენტრშია. პროექტისთვის მარნეულის მმართველობას და ხალხს არაფრის გადახდა მოუწევს. ფულს ძირითადად იხდიან მეგობრები, ისინი ვინც რაიანს იცნობდნენ და უყვარდათ ის. მიუხედავად იმისა, რომ ფულის გადახდას არ ვთხოვდით, მერიაში წარვადგინეთ პროექტის სრული ბიუჯეტი. არ გვინდა, რომ ეს პარკი მემორიალი იყოს. გვინდა ის იყოს საჩუქარი და სიხარულის, სიცილის და გართობის ადგილი, როგორც რაიანს უნდოდა. მერიაში წარვადგინეთ წინადადება და ვთხოვეთ დღეისთვის შეხვედრა, თუმცა გადაიდო. მიზეზი არ აუხსნიათ, არ ვიცით მერი ქალაქში არის თუ არა,“ - განაცხადა ჩედ სმიტმა.
მასალის გამოყენების პირობები






