თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სამუშაოების წარმოება 40 ობიექტზე უკვე დასრულდა, უახლოეს მომავალში კი, სამუშაოების დაწყება 47 მისამართზე იგეგმება.
მიმდინარე სამუშაოებისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ 688 743 ლარია გამოყოფილი. წლის ბოლომდე კი, სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, დამატებით, ორ მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა ამხანაგობებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სრულად, 100%-ით დაუფინანსებს. თავად ამხანაგობა კი ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
თანადაფინანსების ახალი წესი მოსახლეობას საშუალებას აძლევს, გამგეობის დახმარებით, ისეთი სამუშაოები აწარმოოს, რომლის შესრულება საკუთარი ფინანსებით რთული იქნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






