ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთში. ადგილობრივები სოფელში ბუნებრივი გაზის შეყვანასა და ფაროსანასგან მიყენებული ზარალის გამო, ხელისუფლებას კომპენსაციებს სთხოვენ.
ათეულობით ხვარბეთელი ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობას აპროტესტებს. მათ ცენტრალური გზის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
"ფაროსანა მაგი კაცი, ივანიშვილი, დაგვაფსო და დაგვღუპა. აგი გზა იმ იტომ გააკეთა ხეები რომ ათრიოს, თუ არა ამასაც არ იზამდა"
"ნაციონალების დროს ყურადღებას გაჭირვებულებს მაინც აქცევდნენ. ახლა ამ კაცმა დაგვღუპა, დაგვაფსო და მთლად დაგვაქცია"
" ისეთი ამბავია, შიმშილით მოვკვდებით. მთავრობამ თუ არ მოგვხედა და კომპენსაციები არ გადაგვიხადა, ზამთარს ვერ გადავიტანთ"
"მოვიდა კოტე შარაშენიძე, გაშალა ხელები, ცაში აგიყვანთო, აგია ცაში აყვანა? ნატანებში გაზი შეიყვანეს თხინვალიდან. მერია, ნაღობილევი და ხვარბეთი ამოვარდა რუკიდან. დაგვტოვეს უყველაფროდ. მთავრობის აზრით, აქ ხალხი არ ცხოვრობს".
ამ წუთებში იქ ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდებიან. ეს ხვარბეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მეორე მასშტაბური აქციაა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი პროტესტის უფრო მკაცრს ფორმებს მიმართავენ და მანამ არ გაჩერდებიან, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
მასალის გამოყენების პირობები






