„განცხადება ემოციის ფონზე გავაკეთე“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის შენობასთან თავის აფეთქების გეგმებზე
საზოგადოება - 13:15, 14 Aug, 2018     2016

პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაცალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მაცალიკაშვილი გამოკითხვაზე ერთ-ერთი აქციის მიმდინარეობისას გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს. საუბარია განცხადებაზე, როცა მაცალიკაშვილმა აღნიშნა, რომ ის და რამდენიმე პირი სუს-ის შენობასთან ტავის აფეთქებას გეგმავდნენ.

მაჩალიკაშვილმა მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს განცხადება მან ემოციის ფონზე გააკეთა:

„აქ არანაირი დანაშაულის მხრივ არაფერი არ იკვეთება. რაც გავაკეთე განცხადება ის იყო ემოციის ფონზე. მე არც მიფიქრია, არც მქონია გულში... ემოციურ ნიადაგზე გავაკეთე, ჩემს ადგილას სხვაც იტყოდა უფრო გაცილებით მეტს იტყოდა“, - აღნიშნავს მაჩალიკაშვილი.

სუს-ის ბრალდების უსაფუძვლობაზე საუბრობს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი. ქეთი ჩუთლაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ მაჩალიკაშვილის განცხადება ემოციურ ნიადაგზეა გაკეთებული.

„ამ განცხადებაში არანაირი დანაშაულის ნიშნები არ ჩანდა იმიტომ, რომ ჩვენ, ბუნებრივია, ისიც კი არ ვიცით ამ ეტაპისთვის სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით არის გამოძიება დაწყებული სუს-ში. ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ მედიებში გამოძიების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს, რომ განემარტათ, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით გათვალისწინებულ ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა, საგამოძიებო ორგანოს ამგვარი განმარტება არ გაუკეთებია, შესაბამისად, არანაირ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ,“ - აცხადებს ჩუთლაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42