2018 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2 მილიონი შემოსვლა, რაც 12.7 პროცენტით მეტია 2017 წლის II კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.8 %, განხორციელდა 31-50 წლის ასაკის მქონე მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების2 მიერ განხორციელებული ვიზიტების3 რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.8 პროცენტით არის გაზრდილი.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2017-2018 წლების II კვარტალებში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლებისა და საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას.

2018 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 15.7 პროცენტით არის გაზრდილი.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 20.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში მოცემულია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილება ვიზიტის ტიპის მიხედვით.

საერთაშორისო ვიზიტორების 66 პროცენტი მხოლოდ ტურისტები4 იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 28.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2018 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 276.6 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.6 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 31.6 პროცენტიან ზრდას 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (19 პროცენტი) აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 2.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 45.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.5 პროცენტს შეადგენდა.


2018 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 44 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 846.2 ათასი და 446.0 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით.


2018 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.6 ღამე შეადგინა, რაც 2017 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.9 ღამე) 8 პროცენტით ნაკლებია.
განხორციელებული ვიზიტების 70 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2018 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.

2018 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 31.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,144.1 ლარი შეადგინა.

მასალის გამოყენების პირობები






