ვისთან ერთად გეგმავს უცხოეთში „გაძრომებს“ სალომე გოგიაშვილი და როდის „უჭედავს“ მას ქმარი
საზოგადოება - 18:31, 13 Aug, 2018     7004
დიდი ხანი არ არის, რაც სალომე გოგიაშვილმა ბიზნესი წამოიწყო და საკუთარი თავით კმაყოფილია. მართალია, ჯერ ბიზნესიდან აღებული ფული არ ჰყოფნის, მაგრამ ქმრის ფულს თამამად ხარჯავს. ახლახან, მან აჩი ფურცელაძესთან ერთად სიმღერაც ჩაწერა და მიაჩნია, რომ ამით ბავშვობის კიდევ ერთი ოცნება აიხდინა.
სალომე გოგიაშვილი: ძალიან მიყვარს ზაფხული და მზე. წელიწადის ამ დროს დადებითი ენერგეტიკით „ვიტენები“. დასვენების პერიოდს, ყოველთვის ბავშვებზე „ვარგებ“, მივდივართ ოჯახი ზღვაზე და მერე კი, აუცილებლად, მე და ჩემი მეუღლე განმარტოებას ვგეგმავთ.
– მეუღლესთან ერთად სად აპირებ განმარტოებას?
– პარიზი დავგეგმეთ, გვინდა „ფრანგული არდადეგები“ მოვიწყოთ. მე და ჩემი ქმარი ხშირად ვმოგზაურობთ და ახლაც ასე გადავწყვიტეთ. ყველაზე კომფორტულად უცხოეთში მასთან ერთად ვისვენებ და ისიც ასეა. რაღაცნაირად, სხვანაირად კომფორტულები ვხდებით. ორივეს გვიყვარს მაღაზიებში სიარული, კარგ რესტორნებში ვახშმობა, სასტუმროში ერთსა და იმავე დროს დაბრუნება და დაძინება. ამიტომ, როცა სადმე „გაძრომა“ გვინდა, ერთად ვგეგმავთ (იცინის). რამდენიმეჯერ შევთავაზე – ბიჭებთან ერთად წადი-მეთქი და იუარა, ისე გემრიელად ვარ შენთან, მირჩევნია, ერთად, ტკბილად დავისვენოთო.
– ბიზნესი, შვილები, ქმარი, ოჯახი... დასვენებას ნამდვილად იმსახურებ. ხომ მეთანხმები?
– რასაკვირველია, დასვენება საჭიროა, მაგრამ ისიც მიყვარს, როცა დატვირთული ვარ და საქმეში ჩართული. ბევრი თავისუფალი დრო არ მომწონს, ამ დროს დეპრესიული ვხდები. ენერგიული ვარ და მირჩევნია ვიმუშაო. თუმცა, ზაფხულში ყველაფერი მეზარება, სულ გარეთ მინდა, მეგობრებთან, ზღვაზე... ამ დროს, დასვენება ყველაზე კარგი გამოსავალია.
– როცა მეუღლეს შენ გარეშე უწევს უცხოეთში წასვლა, არ ეჭვიანობ?
– მე არ მივეკუთვნები იმ ქალთა კატეგორიას, მარტო რომ არ უშვებენ ქმრებს და ეჭვიანობენ. თუ გასაკეთებელია, აქაც გადასარევად გააკეთებს. სხვათა შორის, არც ჩემი ქმარია ეჭვიანი, თუმცა ბევრ რამეზე „მიჭედავს“ (იცინის).
– მაინც, რაზე „გიჭედავს“?
– ზოგადად, გამომწვევად არ ვიცვამ, მაგრამ ქალი ვარ და ხანდახან მინდება ასეთი კაბის ჩაცმა. თუ თვალში მოხვდა, ეგრევე მახდევინებს. ეს, ხშირად ხდება (იცინის). არ უყვარს გვიანობამდე რომ ვარ დაქალებთან და ამაში ანგარიშს ვუწევ. არ მინდა, ზედმეტად ნერვები მოვუშალო. საყვარელი მამაკაცის გამო ყველა ქალს უწევს დათმობებზე წასვლა და არც მე ვარ გამონაკლისი. ყველა კაცს აქვს თავისი ხუშტურები და მძიმე ხასიათი, რომელსაც იტან, უძლებ, ხარ მასთან და გაქვს ოჯახი ან არ იტან და ხარ მარტო. მე მირჩევნია, ქმრისგან ავიტანო ხუშტურებიც და მძიმე ხასიათიც და ვიყო მის გვერდით. მარტო რომ მდომოდა ყოფნა და ჩემს გემოზე ცხოვრება, „კონტროლიორის“ გარეშე, მარტივად ვიქნებოდი. დიდად არც არაფერს მიკრძალავს, კომფორტული ადამიანია და საწუწუნო ნამდვილად არ მაქვს.


წყარო თბილისელები




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42