"ამბიონს ბოროტი განზრახვებისთვის იყენებს... ჩემი ძმა გამოსვლისთანავე დაიწყებს საუბარს, რაც მეუფე იაკობზე ინფორმაციები აქვს" - დეკანოზის ძმა
საზოგადოება - 17:56, 13 Aug, 2018     1436

პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებებს დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე ეხმაურება. საუბარია მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებაზე, რომლის ფარგლებშიც მან დეკანოზი „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენია.

თორნიკე მამალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი დეკანოზს შეიწყალებს, ის ბევრ დეტალზე ისაუბრებს:

„ჩემი ძმა გამოსვლისთანავე დაიწყებს იმ თემებზე საუბარს, რის გამოც, ასე რომ ვთქვათ, ციხეში ზის და რაც მეუფე იაკობზე დასაბუთებული ინფორმაციები აქვს. აქედან გამომდინარე, ის არის შეშინებული. იყენებს ამბიონს ბოროტი განზრახვებით. ამბიონი არის საქადაგებელი, რომ ადამიანი ეკლესიაში მიიყვანო და მეუფე იაკობი საპირისპიროს აკეთებს და ამაზე ჩემი აზრით, კიდევ ვიმეორებ, წმინდა სინოდმა პასუხი უნდა მოსთხოვოს,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე იძულებული იყო რუსეთიდან გამოქცეულიყო და მისთვის გაუგებარია, რატომ შეიფარა ის ქართულმა ეკლესიამ. მეუფე იაკობის თქმითვე, დეკანოზ მამალაძეს ავტომობილიც დაუწვეს.

„მანქანის დაწვასთან დაკავშირებით, მანქანა ნამდვილად დამწვარია, მაგრამ გამოძიებამ ვერ დაადგინა ეს თვითონ მანქანის ელექტროსადენებიდან გამომდინარე იყო თუ ვინმემ დაწვა. ეს დასაბუთებული არ არის, ვერც ვერაფერი ვერ ნახეს, რომ დანამდვილებით ეთქვათ, რომ ვიღაცას დამწვარი აქვს. ჩემი ძმა, როგორც მეუფე იაკობმა თქვა ძლივს გადაურჩაო, ჩემი ძმა მანქანაში საერთოდ არ იყო,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42