"მთლა დევიფსეთ" -თხილი, ფაროსანა და გურია
საზოგადოება - 17:54, 13 Aug, 2018     2294

ეკონომიკური კატასტროფის წინაშე მყოფი გურია - თხილი, რომელიც ადგილობრივების ერთადერთი შემოსავლის წყაროა, თითქმის მთლიანად განადგურებულია.

მოსავლის 80% ან უკვე დამპალია ან მავნებელი მწერის მიერაა შეჭმული. ფაროსანამ გურიის სოფლებს სერიოზული ზარალი მიაყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს თხილს სავარაუდოდ ვეღარ მოკრეფენ, რადგან მოსავალი ხარჯის მინიმალურ ოდენობასაც ვერ დაფარავს.

გლეხები მთავრობისაგან კომპენსაციებს ითხოვენ, თუკი სახელმწიფო მათ მცირედი თანხით მაინც არ დაეხმარება, გურიაში ზამთარში შიმშილობა გარდაუვალი იქნება. თხილის გარდა, სხვა ერთ წლიანი კულტურებიც განადგურებულია, გლეხები ამბობენ რომ ბოსტნები ფაროსანას საწინააღმდეგო წამალმა გაახმო.

"აღარც ვკრეფთ, აზრი არა აქვს, კაპიკია მაგის ფასი მაინც..ფაროსანა შეწამლეს და ხილი გაფუჭდა, არაფერი არ გვაქვს, არც ლობიო და არც სიმინდი, სოფელში ერთ იჯრა ლობიოს რომ ვერ გააკეთებ ესაა საქმე?! კახეთში სეტყვამ ყურძენი რომ გააფუჭა ხომ დაეხმარნენ გლეხებს? ჩვენ რა დავაშავეთ გურულებმა? ერთი თხილია ჩვენი შემოსავლის წყარო და ეგეც მომსპარი და განადგურებულია"...

"ჰექტარნახევარზე მაქვს თხილი და ორ ტონაზე მეტს ვკრეფდი. წამოდით, ნახეთ, საერთოდ გაფუჭებულია. ათი კილოც ვერ მოვკრიფე. სხვა შემოსავალი მე არ მაქვს და რანაირად უნდა გავიტანოთ თავი არ ვიცი..."გვიამბო ასკანის მკვიდრმა რეზო კრატპეტიანმა.

"წელს ერთი კილო, თხილიც არ მაქვს. თხილს ვინ ამბობს, იმისთანა ბოსტანი მქონდა, კიტრი, პამიდორი ლობიო და მოწამლეს ღამით ამ ფაროსანას წამლით ყველაფერი. დილით ავდექი და ყველაფერი გამხმარი და გაფუჭებული იყო".

"ოთხჯერ შეწამლული ბაღი მაქვს ნახევარ ჰექტარამდე, რვაას კილოსაც ვიღებდი თხილს და წელს ერთი კილოც არ ამიღია ბაღიდან. არანაირი შემოსავალი არ გვაქვს ამის მეტი. ჩემს შვილს მუშაობა არ შეუძლია და რა გვეშველება ვერ გეტყვით" -გვითხრა ასკანის მკვიდრმა ჟუჟუნა ხელაძემ.

"მარტო ფაროსანას აბრალებენ ყველაფერს, ივანიშვილისა არ იყოს. არც ბოსტნეულია და არც ხილი. მთავრობა თუ არ დაგვეხმარა, დავიხოცებით შიმშილით. ყველა გაჭირვებულები ვართ ამ სოფელში, ერთ ჯამში ვიხარშებით ყველა"-გვიყვება სოფელ ასკანის მკვიდრი,ნუნუ ვასაძე.

"შარშან არ მოვწამლე თხილი და კი იყო ნორმალური მოსავალი, წელს შევწამლე და აფერი, დევიფსე. თლა დაფსებულია ყველაფერი. სახლის წინ მსხალი მაქვს და ერთს ვერ ნახავ საღს, დაჭმული და დაჭიჭმარიტებულია სულ. ლობიოს ღჯას რომ გავაქანებ, ჭრელი პეპლები მიფრინავს, მოისპო ყორფელი. ჩვენ მეტი არაფერი არ გაგვაჩნია და მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, იქნებ დაგვეხმარონ და ზარალი აგვინაზღაურონ. ერთხანს რომ გავიტანოთ თავი, ვითხოვთ კონპენსაციას, ეს ფაროსნები ჩვენ არ მოგვიყვანია...მოგვხედონ. იქიდან უნდა წამოვიდესო, მთავრობიდანო,ზევიდანო..."ამბობს ერშანა ნაცვალაძე.

თხილის მიმღები პუნქტები: "ათი წელია თხილს ვიბარებ და წელს ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ხალხი აღარც კრეფს თხილს, არ ვარგა ძირითადად. ათი ცალიდან რამდენიც ამოვა კარგი, იმდენ 35 თეთრს ვუხდით. მაქსიმუმ ორ ლარად ჩავიბაროთ კილო, ესეც იშვიათად ხდება. გასულ წლებში, 12 ლარსაც ვიხდიდით კილო თხილში, ახლა თხილი დაავადებულია, ფაროსანა და სოკო ანადგურებს, შეწამვლამაც უარესი უქნა ფაქტია. ალბად წამალი უვარგისია,"-გვითხრა მაცაცო დოლიძემ.

"წელს ურთულესი სიტუაციაა, ხალხი ძალიან გამწარებულია. მოდიან, თხილი არ ვარგა და იძახიან, მივალთ სახლში და მოვჭრით ძირფესვიანადო...იშვიათობაა ხუთკაკლიანი თხილი, უფრო სამკაკლიანი და ორკაკალნახევრიანებია, ან საერთოდ დამპალი. ჩვენ რასაც ვუყურებთ ახლა აქ, ძირითადად სიდამპლე და სოკო აქვს თხილს, ფაროსანას ზიანი საღაც 7-8% ია-აცხადებს მარინა ბერძენიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42