ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობმა 12 აგვისტოს ქადაგებაში კიდევ ერთხელ ისაუბრა "ციანიდის საქმეზე" და დეკანოზი მამალაძე კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენიებს. მეუფე იაკობის თქმით, ამ „დაჯგუფების“ უკან ერთ-ერთი ბიზნესმენი დგას. მეუფე იაკობმა ასევე აღნიშნა, რომ დეკანოზის უკან მდგომი „გარკვეუი დაჯგუფება“ მამა კახაბერ გოგოტიშვილის დაშანტაჟებასაც ცდილობდა. აღნიშნულს თავად მამა კახაბერი „კურიერთან“ საუბრისას ეხმაურება. მამა კახაბერი ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ მისი მისამართით შანტაჟს ადგილი არ ჰქონია:
„შევდიოდი მამა გიორგისთან ციხეში, ვნახულობდი, არაერთგზის ვიყავი შესული.. ჩემი მხრიდან რაღაც განცხადებების გაკეთება, მაშინაც ვცდილობდი, არის რაღაც შიდა საეკლესიო საკითხები, არის რაღაც ისეთი საკითხები, რომელმაც შეიძლება კერძო, კონკრეტული პიროვნება დააზარალოს, საბოლოო ჯამში, ეკლესია დააზარალოს. ვფიქრობ, რომ ამიტომ, თავს შევიკავებ და როცა ჩამოვალ საქართველოში, გავივლი კონსულტაციებს უწმინდესთან, სინოდის წევრებთან, ვისთანაც საჭირო იქნება. თუ იქ სათქმელი იქნება რაიმე და მეტყვიან, რომ ეს უნდა მოყვე, ეს არ უნდა მოყვე, იმიტომ, რომ ეკლესიაში ასეთი წესია და მე ვცდილობ, შევასრულო ეს წესი,“ - განაცხადა მამა კახაბერმა.
მასალის გამოყენების პირობები






