"გვარამიას, გაბუნიას, ნოდარი მელაძის და ინგა გრიგოლიას გადასაწყვეტი არაა ეკლესიის საქმეები" - მეუფე იაკობი ციანიდის საქმეზე
საზოგადოება - 17:10, 12 Aug, 2018     5705
პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დღევანდელ ქადაგებაზე, დეკანოზ მამალაძეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ არის შეწყალების წინააღმდეგი, თუმცა ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. მეუფე მიიჩნევს, რომ დეკანოზი პატრიარქი მოშორებას ცდილობდა. ქორეპისკოპოსმა დღეს მედიის წარმომადგენლებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დეკანოზ მამალაძის საქმე ჟურნალისების გადასაწყვეტი არაა. მეუფეს კრიტიკის ობიექტები ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და ინგა გრიგოლია გახდნენ.

"შეხედეთ, თითქმის ორი წელია მაგათ ავაზაკობას ვითმენ, ვუსმენ. არ გეგონოთ რომ შეწყალების მოწინააღმდეგე ვარ. პრეზიდენტის გადასაწყვეტია უდნა შეიწყალოს თუ არა. ვერ ჩავერევი იმიტომ, რომ მე პრეზიდენტი არ ვარ. ვისაც პატრიარქის მოცილება უნდა და იმას კაცად აცხადებენ, თავიდანვე, რომ კაცი არ არის ის როგორ უნდა იყოს კაცი ან მღვდელი. დაგვაცადონ ჩავატარებთ სინოდს და ყველა ვნახავთ ვინა რის მტერი ეკლესიის და ვინა რის მოყვარე. ასე არ შეიძლება, რომ გვარამიას გადასაწყვეტი, გაბუნიასი და მესამე, რომ ჰყავთ ნოდარი მელაძის გადასაწყვეტი, არ არის და არც ინგა გრიგოლიას გადასაწყვეტი არ არის ეკლესიის შიდა საქმეები. გამოუშვან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ რასაც ვითმენდი როცა ციხეში იყო, მე რომ მაბრალებდნენ, თითქოს დავაჭერინე, მე დავგეგმე ციანიდი?. მაგათ რა ჰგონიათ არ ვიტყვი რას აპირებნდენ?. იმიტომ მებრძვიან რომ არ დავანებე და მაგას ყველას დავუმტკიცებ. ზოგი გრიგოლიას კალთას ეფარება, ზოგი ამ მელაძის. ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას არ ნიშნავს, ჩემს პატრიარქს ბოლომდე დავიცავ, იცოდეთ! და საკმაოდ დიდი ძალაა, რომელიც დაიცავს" - განაცხადა იაკობმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42