ლექსი ორ ღორზე, რომელიც პირველკლასელთათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოშია შეტანილი - გია მურღულია საზოგადოებას მიმართავს
საზოგადოება - 20:08, 10 Aug, 2018     25769
ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ლექსს, რომელიც პირველკლასელთათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში, „დედაენაში“ შესატანად არის შერჩეული. გია მურღულია ლექსს, რომელიც მოზარდებმა უნდა ისწავლონ, უგემოვნოს უწოდებს და საზოგადოებას მიმართავს, რამდენად თანახმა არიან ისინი, მომავალმა თაობამ ასეთი ლექსებით ისწავლოს ქართული.

„ეს არის გამომცემლობა „ტრიასის“ მიერ

პირველკლასელთათვის მომზადებული სახელმძღვანელოსთვის (დედაენისთვის) შერჩეული ერთ-ერთი ლექსი. მე ეს ლექსი არ მომწონს - ვისურვებდი, უფრო გემოვნებიანი ტექსტები შეერჩიათ წიგნისთვის. სხვა ხარვეზებზე ამჯერად არაფერს ვიტყვი, მაგრამ საზოგადოებას შევეკითხები: თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ლექსებით ისწავლონ თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართული?

ო რ ი ღ ო რ ი

ერთი, ორი, ერთი, ორი, გზაზე მიდის ორი ღორი.

ცოტა ხნის წინ იქორწინეს, არ გასულა კვირა ორი.

ერთი, ორი, ერთი, ორი, გაიარეს ქუჩა ორი.

ჭიშკარს აღებს დედა ღორი, სად წავიდა მამა ღორი?

ერთი, ორი, ერთი, ორი, ეზოში დგას დედა ღორი.

აქეთ-იქით იყურება: არსად არ ჩანს მამა ღორი.

სუფრას აწყობს დედა ღორი, მოიტანა სკამი ორი,

ჭიქა - ორი, კოვზი - ორი, ფაიფურის თეფშიც - ორი.

ნერვიულობს დედა ღორი, რატომ არ ჩანს მამა ღორი?

5-3-7-2, მობილურით რეკავს ღორი.

ზარი გადის, არ პასუხობს, დაეკარგა მამა ღორი.

ერთი, ორი, ერთი, ორი, ყველგან ეძებს დედა ღორი,

აქეთ ეცა, იქით ეცა, მოირბინა ქუჩა ორი.

ღელავს, ოხრავს, ნერვიულობს, სადღაც გაქრა მამა ღორი.

ერთი, ორი, ერთი, ორი, შინ ბრუნდება დედა ღორი.

იქნებ კარგად ვერ მოძებნა და სახლშია მამა ღორი?

არსადაც არ დაკარგულა, ყვავილებს კრეფს მამა ღორი!

ძლიერ უნდა, ამ საღამოს გაახაროს დედა ღორი.

ერთი, ორი, ერთი, ორი, შინ ბრუნდება მამა ღორი.

ცოლს მიართვა თაიგული, გაახარა დედა ღორი.

სიყვარულით გაფერადდა სახლი, ეზო, მთა და გორი.

ერთი, ორი, ერთი, ორი, სუფრას უზის ორი ღორი,

სკამიც - ორი, ჭიქაც - ორი, კოვზიც - ორი, თეფშიც - ორი.

ყვავილები ძლიერ მოსწონს, იღიმება დედა ღორი.

ერთი, ორი, ერთი, ორი, ჭურჭელს რეცხავს ორი ღორი.

ჭიქა - ორი, კოვზი - ორი, ფაიფურის თეფშიც - ორი.

ახლა დროა დაისვენონ, დაიღალა ორი ღორი.

ერთი, ორი, ერთი, ორი, ნამდვილია, განა ჭორი,

დღესაც ცხოვრობს ლამაზ ქოხში ბედნიერად ორი ღორი.

ერთი არის დედა ღორი, მეორეა მამა ღორი.

გოჭებიც ჰყავთ ვარდისფერი, თან თორმეტი, განა ორი?

ქატოც - აქა, ფქვილიც - აქა! ერთი, ორი, ერთი, ორი.

ასეთი ვრცელი (განსაკუთრებით - პირველკლასელთათვის), ალოგიკური და მდარე გემოვნების განმასახიერებელი „ლექსის“ დაწვრილებითი ანალიზითა და განხილვით მკითხველს არ გადავღლი - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტექსტი საკუთარ თავზე უკიდურესი თვალსაჩინოებით „ლაპარაკობს“. ორი კითხვა კი უნდა დავსვათ:

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ამ „შედევრის“ შეტანა დედაენაში და როგორ მეტყველებს ეს არჩევანი ავტორთა ჯგუფის კომპეტენციასა და გემოვნებაზე?

იმ ადამიანებს (მაინცდამაინც ბევრნი არ არიან), რომლებიც ამ სახელმძღვანელოს იცავენ („ინოვაციურად“ და „საუკეთესოდ“, ასევე - სხვა სახელმძღვანელოთა შორის გამორჩეულად მიიჩნევენ), ასეთი ტექსტები ძალიან ეძვირფასებათ?“ - წერს მურღულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42