„რიონმა დამბა გაარღვია, მოსახლეობა საშიშროების წინაშეა“ - სოფელ ჭყვიშს დატბორვა ემუქრება
სოც.მედია - 19:06, 10 Aug, 2018     2824
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში ადიდებული რიონის გამო შესაძლოა მოსახლეობას პრობლემები შეექმნას. გიორგი ტაბიძე, ფეიუსბუქის მეშვეობით, ადგილობრივ ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს მიმართავს და პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„ჩემი სოფელი დიდი ხიფათის წინაშე დგას, რიონმა დამბა გაარღვია, მოსახლეობა საშიშროების წინაშეა.

წლების წინ, გალაკტიონის და ტიციანის მუზეუმების ტერიტორიას ანალოგიური საფრთხე ემუქრებოდა,მაგრამ კომუნისტების, შემდეგ გამსახურდიას და შევარდნაძის დრო ნაპირსამაგრი სამუშაოები მაღალ დონეზე შესრულდა და მუზეუმის ტერიტორია დღეს მეტნაკლებად დაცულია.

რამდენიმე წელია რიონმა კალაპოტი კვლავ შეიცვალა, ამის გამომწვევი მიზეზები როგორც ბუნებრივი ისე ხელოვნური მოვლენებია.

თავის დროზე მაჟორიტარი გიორგი ლილუაშვილი დაინტერესდა და შეწუხდა ამ თემით, თუმცა მაშინ არ იყო ასეთი სავალალო მდგომარეობა. წელს აპრილში გამართულ შუალედურ არჩევნებზე მოსახლეობის მოთხოვნით მაშინდელ კანდიდატებსაც მიმართეს. გიგი უგულავამ უშუალოდ დაათვალიერა პრობლემური ადგილები,პრობლემა მედიითაც გაშუქდა, თუმცა ხელისუფლებისგან გამოხმაურება არ ყოფილა და რიონმა კიდევ 20 მეტრით გადმოიწია.

ეს საკითხი, თითქოს იძვრება, მაგრამ მკვდარი წერტილიდან არცერთ შემთხვევაში დაძრულა, ამიტომაც თანასოფლელების თხოვნით პრობლემას საჯაროს ვხდი, თანადგომას ვთხოვთ ყველას, მათ შორის მასმედიას.

სოფლის მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ზამთრისთვის რიონი სამ ადგილს დატბორავს, უარეს შემთხვევაში კი საერთოდ წალეკავს:

პირველი, სადაც უშუალოდ მოსახლეობა ცხოვრობს(მუზეუმის ქვედა ტერიტორია), მეორე, სადაც სახნავ-სათესი მიწები და საძოვრებია (ე.წ სამარჯანოების ჩათვლით),მესამე, ე.წ.ანძასთან, სადაც მდინარე სოფლის შუაში გაივლის და ორად გაყოფს.

გასაგებია,რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ფინანსურად არ შესწევს უნარი აღნიშნული პრობლემა

გადაწყვიტოს,მაგრამ,საკითხის შესაბამის ინსტანციაში მკაცრად დაყენებაში ხელს არავინ უშლის,პირიქით,ეს მათი უშუალო მოვალეობაა.

ენის მოჩლექვით საუბრის დრო აღარაა,გადამჭრელი ზომებია მისაღები, ამიტომაც ყველა უნდა ჩაერთოს,პირველ რიგში ცენტრალური მთავრობა საქართველოს მთავრობა | Government of Georgia ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვანის ხელისუფლება,პარლამენტარები გივი ჭიჭინაძე პარლამენტის მაჟორიტარი/ Givi Chichinadze Helen Khoshtaria

გთხოვთ გააზიაროთ, საშიშროება რეალურია!!!!“ - წერს გიორგი ტაბიძე ფეისბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42