ეჭვიანობს თუ არა ვეფხოს ცოლი თაკოზე და რატომ არ შეხვდა გოგონა მას – ვინ არის პოპულარული ვიდეოების ავტორი
სოც.მედია - 10:24, 10 Aug, 2018     24091

ავჭალელ თაკოზე შეყვარებული ვეფხო – მამაკაცი, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი აალაპარაკა, ცოლ-შვილიანი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ვეფხოს ვიდეოები რამდენიმე ათასმა ადამიანმა ნახა, „კვირა +“ ვეფხოს დაუკავშირდა და თაკოსთან ურთიერთობის შესახებ ისტორიის მოყოლა სთხოვა.

აღმოჩნდა რომ 44 წლის ვეფხომ 25 წლის თაკო სოციალურ ქსელში გაიცნო, როგორც თავად ამბობს, „მესენჯერში“. ვეფხომ თაკო ლამაზ და სექსუალურ გოგონად დაახასიათა, ამბობს, რომ პირადად არ უნახავს, რადგან შეხვედრაზე ბოლო მომენტში გოგონამ უარი უთხრა. იმის დასტურად, რომ თაკო ლამაზია, ვეფხომ „კვირა +“-ს ფოტოებიც მიაწოდა, თუმცა იმის გამო, რომ სურათები საკმაოდ ინტიმური ხასიათისაა, დაფარული სახითაც არ ვაქვეყნებთ.

„როცა მეგობრებში „ამოვაგდე“, რად გინდა ჩემი გაცნობაო, მომწერა, მე ვუთხარი, მომეწონე, ლამაზი გოგო ხარ-მეთქი და შემდეგ თვითონაც მითხრა, ლამაზი თვალები გაქვსო. მერე ერთი-ორჯერ ფულიც ჩავურიცხე. მითხრა, შეგხვდებიო. როცა შეხვედრა დავაპირეთ, ასე მითხრა, დეიდა გარდამეცვალა, სვანეთში მივდივარ და რომ ჩამოვალ, გნახავო. შემდეგ მითხრა, ფული დამირიცხე – სალონში წავიდე, თმა გავიკეთო, რომ ლამაზად შეგხვდეო. დამიბარა წერეთელზე, მივედი.. შემდეგ ისევ მითხრა, ფული დამირიცხე და ხუთ წუთში მოვალო. მე აღარ დავურიცხე თანხა, მაგრამ ვუთხარი, რომ გამოსულიყო, ყავა დაგველია და შემეძლო, შაურმაც მეყიდა. ვუთხარი რომ ფულს ისედაც მივცემდი და თან გავისეირნებდით. პრაქტიკულად, არ შემხვდა… ამის შემდეგ, მე უკვე ვღადაობ ამ ვიდეოებით… სიყვარულით მიყვარს, მაგრამ ვირტუალურად. ჩემი ცხოვრებაა, ახლაც მიყვარს, ჩემი გოჭია და დასამალი არაფერია“, – აღნიშნა „კვირა +“-თან საუბარში ვეფხომ და თქვა, რომ თაკომ სოციალურ ქსელში „დაბლოკა“ და სხვა „ფეისბუქი“ გააკეთა.
საუბრის ბოლოს, ვეფხომ ისიც გვითხრა, რომ ცოლიც ჰყავს და შვილიც. კითხვაზე, თუ როგორ ეგუება მისი მეუღლე იმას, რომ მას „თაკო უყვარს“, ამბობს, რომ მისი ცოლი მისი ძმაკაცია.
„11 წლის გოგო მყავს, მეუღლეც მყავს ულამაზესი – მეუღლეცაა, ძმაკაციცაა, მეგობარიცაა… საყვარელი მაკითხავდა სახლში და მაშინ არ უთქვამს არაფერი და ახლა რა უნდა ეთქვა?! არ ეჭვიანობს, მას არ აკლია არაფერი, არც ჩაცმა, არც დახურვა, არც სასმელი და არც საჭმელი“, – აღნიშნა ვეფხომ და ისიც დაამატა, რომ ვიდეოების გადაღებას კვლავ გააგრძელებს.

წყარო: „კვირა +“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42