მოზარდების მკვლელობის საქმე - სასამართლომ დანაშაულის დაფარვისთვის წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამი პირი დარბაზიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ ფაქტს მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გამოეხმაურა:
“ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ისევ და ისევ სუფევს შერჩევითი სამართალი, დღევანდელი ფაქტი რაც მოხდა სასამართლო პროცესზე დანაშაულის დაფარვაზე პირების გათავისუფლებაზე, ეს იყო უკვე ძალიან გადაჭარბებული არა მარტო სასამართოს მხრიდან, არამედ პროკურატურის მხრიდან, გონივრული ეჭვი მაქვს იმის, რომ ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს ძალით, იქიდან გამომდინარე, რომ ზაზა სარალიძე გამოიყვანონ მწყობრიდან, მაგრამ ზაზა სარალიძეს ესენი წყობიდან ვერ გამოიყვანენ, აბსოლუტურად ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები სამართლებრივი წესით დავუმტკიცებ მე ამათ, რომ შერჩევითი სამართალი უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში. არც გამკვირვებია ეს გადაწყვეტილება, არც გამიკვირდება შემდგომი გადაწყვეტილებები, იქიდან გამომდინარე, რომ რაც შაბათ დღეს მოხდა, ჩემი, ქალბატონი ელისო კილაძის და ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით, ჩვენ დაგვადანაშაულეს, ცრუ დასმენით ხელისუფლებამ გადასცა გერმანიის ფედერაციას, რომ ჩვენ ვიყავით ტერორიზმში ეჭვმიტანილი, ტერორისტად გამომაცხადეს, რატომ უნდა მიკვირდეს მაგალითად ჩემი შვილის მკვლელების, ეს დანაშაულის დამფარავი იქნება თუ მკვლელები იქნებიან რომ გაათავისუფლონ სასჯელიდან", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






