"თბილისში, ბანკომატებში რომ უცებ ფული გაჩნდა, გახსოვთ ხო?... ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დახმარება იყო ეგ..." - საიდუმლო ტვირთის ისტორია აგვისტოს ომის დროს
სოც.მედია - 20:39, 08 Aug, 2018     5940
სოციალურ ქსელში კობა სუბელიანი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ წერს.

"თბილისში, გამოცარიელებულ ბანკომატებში რომ უცებ ფული გაჩნდა გახსოვთ ეგ დღე?

ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დახმარება იყო ეგ, ვაშინგტონიდან მიუნხენის გავლით გამოგზავნილი, რომელიც იმ თვითმფრინავში აღმოჩნდა, რომლითაც მე მოვდიოდი შვებულებაში მყოფი მიუნხენიდან თბილისში. მიუხენის რეისი ცხვირწინ ,,გამიქენსელდა'' და შიდა რეისით ფრანკფურტში გადაგვისროლეს რომ იქედან გამოვყოლოდით უკანასკნელ რეისს საქართველოში მომავალს.

2008 წლის 10 აგვისტო იყო. თბილისის ცაზე შემოსულებს ორი რუსული ბომბდამშენი ამოგვიდგა გვერდით იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად სამგზავრო თვითმფრინავი იყო და არა სამხედრო. ჩამოგდებით დაემუქრნენ პილოტს, თუ არ დარმწუნდებოდნენ ამაში. ილუმინტროები აგვაწევინეს და სინათლე აანთეს სალონში. დარმწუნდენ, რომ სამოქალაქო რეისი იყო და წამში გაქრნენ. ჩვენგან წასულებმა თბილისი დაბომბეს, რის გამოც არ მიგვიღო თბილისმა და ერევანში გაგვიშვა.

ამ საიდუმლო ტვირთს სპეციალური ოფიცერი ახლდა ამერიკიდან. რომ არა მისი ინსტრუქციები და ჩემს მიერ ყირაზე გასვლის ტოლფასი მოქმედებები (ყველანაირი საშუალებებით, უმძიმესი ემოციური ფონი თანხლებით, დაპანიკებული მგზავრების დაწყნარება), ძალიან ბეწვის ხიდზე გავლით ამავე თვითმფრინავით უკან თბილისისკენ გამოფრენის მოხერხება (ბევრი წვრილმანი მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, ყველაფერს ვერ ვწერ) ის 48 მილიონი დოლარი აღმოჩნდებოდა რუსეთის ხელში, რისი წარმოდგენაც ტვინში სისხლს მიქცევდა, ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, რომ ეგ არ დამეშვა.

ურიგოდ გავავსებინე საწვავი, რაზეც დიდი ჯახირი დამჭირდა, რეკვები აქეთ იქეთ, რადგან რეგულარული რეისები ყავდათ ,,გასაზაპრავკებელი'' და 3- 4 საათი მოცდა მომთხოვეს, რაც იმ ვითარებაში წარმოუდგენელი იყო. ამდენ ხანს მგზავრებს ვერ გავაჩერებდი თვითმრინავში. ბევრი მცდელობისა და ადეიშვილის ჩარევით ურიგოდ ჩაგვისხეს საწვავი და გავემზადეთ გამოსაფრენად. ამავდროულად ვცდილობდი მგზავრები დამერწმუნებინა და დავარწმუნე კიდეც, რომ მიუხედავად ჰაერში ბომბდამშენების ნახვით გამოწვეული შიშისა, უკვე სამშვიდობოს მყოფები არ გასულიყვნენ თითმფრინავიდან და საქართველოში დაბრუნების ალტერნატიული გზები არ ეძებნათ, და რომ ჩვენ ამავე თვითმფრინავით უნდა დავბრუნებულიყავით საქართელოში. მიზეზს იმისას, თუ რატომ არ უნდა გასულიყვნენ გარეთ და ტაქსით არ წამოსულიყვნენ საქართველოსკენ რა თქმა უნდა ვერ ვეუბნებოდი, გასაიდუმლოებული მდგომარეობის გამო. მადლობა ეკუთვნით მგზავრებს, რადგან დამიჯერეს, მენდვნენ და არ გავიდნენ თვითმფირნავიდან იმ რამდენიმე საათის განმავლობაში.

ერთი მგზავრის გასვლაც კი საკმარისი საფუძველი იქნებოდა სომხეთის საბაჟო სამსახურის მიერ საბარგულის გახსნისთვის, სადაც აღმოჩნდებოდა ეს ტვირთი, ამ რაოდენობით ქეში და მერე რაც მოხდებოდა, რა პროპაგანდაც მოყვებოდა იმ ყველაფერს თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია. ფულს ფულად რომ დავკარგავდით, იმაზე აღარაფერს ვამბობ.

მშვიდობით დავბრუნდით. ფული ეროვნულ ბანკს ჩაბარდა და იმავე დღესვე განაწილდა ბანკომატებში. მე კი იმ წამიდანვე დევნილების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გადანაწილების ორომტრიალში ჩავერთე, საკვების დარიგების განრიგი და ათასი რამ, ყველაფერს რა ჩამოთვლის. და რამოდენიმე ხანში ვიგებ, რომ ომის დროს ქვეყნიდან გაქცევა დამაბრალეს :)

p.s. ჩემი ნიუნცაც ჩვენთან ერთად იყო მაშინ, უბრალოდ მუცელში იჯდა" - წერს სუბელიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42