რუსთავის მერმა აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
საზოგადოება - 17:00, 08 Aug, 2018     1329
გვისტოს ომის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილი სამხედორების ხსოვნას.


რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) გარდაცვლილ მეომართა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

დღესვე, ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის სასაფლაოზე, აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედროების - გიორგი ჯავახიშვილის, კახაბერ თავგორაშვილისა და ლევან იოსებიძის, მოგვიანებით კი, თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში, ვახტანგ გზირიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო.

აგვისტოს ომის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურებას მრევლთან ერთად ირაკლი ტაბაღუა დაესწრო.

რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა რუსთავის ისტორიულ მუზეუმშიც.

მუზეუმის ეზოში, აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალის, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული რუსთაველი გმირების ფოტოებისა და მათი პირადი ნივთების გამოფენა, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე კი გარდაცვლილი სამხედროების ცხოვრების შესახებ ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ რუსთავის კამერული ორკესტრი და ანსამბლი „ფიროსმანი“.

ღონისძიებას ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები, რუსთაველი გმირების ოჯახის წევრები, სამხედრო მოსამსახურეები და ყოფილი მებრძოლები დაესწრნენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილი რუსთაველი სამხედროები, ვახტანგ გზირიშვილი, ლევან იოსებიძე და გიორგი ჯავახიშვილი IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში იბრძოდნენ, ხოლო კახაბერ თავგორაშვილი გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ, ოთხივე მათგანი ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42