მისი თქმით, ხელისუფლებას შვილმკვდარი მშობლების ეშინია და სწორედ ამ მიზეზით მივიდნენ ისინი მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე 7 აგვისტოს და არა 8-ში.
„დღეს ავტობუსები უნდა იდგეს იქ და მშობლები მიყავდეს და მოყავდეს. სად არიან? სად არის მთავრობა? ჩვენი თავდაცვის მინისტრი სად არის? დღეს უნდა მოვიდნენ. ჩვენ შვიდში აქ არ ამოვდივართ. ჩვენი საერთო ტრაგედია არის 8. ჩემი ცხრაშია დაღუპული მაგრამ ერთი რიცხვია გაკეთებული და 8-ში ამოვდიოდით ყოველთვის 10 წლის განმავლობაში. მაგრამ ახლა სად არიან? მაგრამ ეშინია ამ მთავრობას. თუ სხედან, ჩვენი შვილების გამო სხედან სკამზე თორემ დღეს შეიძლება სხვანაირი მდგომარეობა ყოფილიყო საქართველოში. ისედაც სხვანაირია. ქვისთვის კი არ უნდა მიეცათ მწუხარება, ჩვენთვის უნდა ეთქვათ მშობლებისთვის. დედამ რომელმაც შვილის ვერ ნახა ისე ჩადეს მიწაში, ის არაა დედა?" - აღნიშნა დაღუპულის დედამ.
მასალის გამოყენების პირობები






