2 თვეში საქართველოს მდინარეებში, ტბებსა და ზღვაში 39 ადამიანი დაიხრჩო
საზოგადოება - 10:34, 08 Aug, 2018     1619
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელ აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 39 ადამიანი დაიხრჩო, ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში მაშველებმა 192 ადამიანი გადაარჩინეს.

როგორც ირკვევა, მაშველებმა ზაფხულის პერიოდში მდინარეში 20, ტბაში 11, ხოლო ზღვაში 8 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება გადარჩენილებს, მაშველებმა მდინარეში დაღუპვას 11, ტბაში 36, ხოლო ზღვაში 145 ადამიანი გადაარჩინეს.

„მაშველები 24 საათიან მონიტორინგს იმ ადგილებში ახორციელებენ, რომელიც საბანაო ზონად არის მიჩნეული და სადაც დამაგრებულია უსაფრთხოებისა და ამკრძალავი ნიშნები, ტივტივები ზღვაში, რომელიც მოქალაქეებს მიანიშნებს, რომ აღნიშნული ტერიტორიის იქით ცურვა უსაფრთხო არ არის. მათივე თქმით, მაშველები მონიტორინგს არ ახორციელებენ იმ ადგილებში, რომლებიც საბანაო ზონებად მიჩნეული არ არის, მათ შორის, როგორც ზღვისპირეთში, ისე თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე, სადაც უბედური შემთხვევები არასაბანაოდ მიჩნეულ ზონებში პერიოდულად ხდება.

მაშველები პერიოდულად პრევენციის მიზნით ასეთ ტერიტორიებზე, მაგალითად, თბილისის ზღვაზე მუდმივად საზღვაო ტექნიკით მოძრაობენ, ხშირად აწყდებიან ფაქტებს, რომ მოქალაქეები ბანაობენ ისეთ ადგილებში, სადაც ცურვა აკრძალული, საშიში და სახიფათოა. მაშველები მათ აფრთხილებენ, რომ იქ არ შეიძლება ბანაობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ამ ადგილებში არ ბანაობენ. თუმცა მაშველები აქ 24 საათიან მონიტორინგს არ ახორციელებენ, მათი მთელი ყურადღება, მთელი რესურსი გადასროლილია იმ ტერიტორიაზე, რომელიც საბანაო ზონად არის მიჩნეული, სადაც არის ბევრად მეტი ხალხი და ხდება იმის მონიტორინგი, რომ ვინმე საფრთხეში არ აღმოჩნდეს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში.

მიმდინარე წელს როგორც შავი ზღვის, ისე ე.წ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჯამში 140 მაშველის დამატება მოხდა და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე 200 მაშველი ოპერირებს, ხოლო თბილისის ზღვაზე 100-მდე მაშველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42