"7 წლის დიტო ნამსხვრევებით იყო დაჭრილი, რეანიმაციაში გარდაიცვალა... ყურებიდან არ ამომდის მისი ხმა, დედა ისტორიულად ყვიროდა" - ექიმის ჩანაწერი აგვისტოს ომზე
სოც.მედია - 17:09, 07 Aug, 2018     7746
სოციალურ ქსელში ექიმი ანა ბოქოლიშვილი ათი წლის წინანდელ აგვისტოს ომს იხსენებს.

"დღემდე ვერ ვხვდები, 8 აგვისტო რატომ გონიათ ომის დაწყების თარიღი

ომი 7 აგვისტოს დაიწყო!

წინა პერიოდიც ომი იყო პრაქტიკულად, მაისიდან დაწყებული, მუდმივი ექსცესებით...

ისევ ის შფოთვა მეწყება ამ დროს, რაც 10 წლის წინ და ყოველ წელს ამ დროს თავიდან მიტევს ყველაფერი((

ბევრია მოსაყოლი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ იმედზე სიუჟეტს ვუყურებდი და გუშინდელი დღესავით თვალწინ დამიდგა...

28 წლის მაკა მესროფაშვილი მუცელგადახსნილი რომ მივიღე, მაშინ არც ვიცოდი თუ 7 თვის ორსული იყო...

მისი შვილი, 7 წლის დიტო რაზმაძე, ნამსხვრევებით იყო დაჭრილი, ყურებიდან არ ამომდის მისი ხმა, დედას ყვიროდა ისტერიულად. მაკა რამდენიმე საათში, რეანიმაციაში გარდაიცვალა. ნაყოფიც მკვდარი იყო. მისი ქმარი დაბომბვისას ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც გვითხრეს, დიტო გარაჟში დამალა და მაკას გამოყავანას ცდილობდა კორპუსის ბინიდან, რომლის კარიც ბიძგებისგან ჩაიკეტა, რა დროსაც ისევ დაბომბვა დაიწყო.

ასეთი ბევრი ისტორია იყო და სულ მემახსოვრება((

მხოლოდ ამ ერთი ოჯახის ტრაგედიაც რომ ავიღოთ, ჭეშმარიტ ომს დავინახავთ, უსუსური რომ ხარ ადამიანი და სიკვდილს უყურებ თვალებში. ეს შეგრძნება ეხლაც საშინლად მახსენდება.

ევაკუაციის დღეა ამ ფოტოზე, 11.08.2008., ბოლო ფოტო ) ჯერ კიდევ არ ვიცოდით რა გველოდა. მხოლოდ ის ვიცოდით, გორში შემოდიან უკვეო... წარმოდგენილი მქონდა, რომ მოვიდოდნენ და დაგვხვრეტდნენ((

ისტერიული სიცილი დავიწყეთ, ერთმანეთს ვამხნევებდით, ბოლოს ეს ფოტო გადავიღეთ, ჩვენს ოჯახებს იქნებ დარჩეთო...

მიყვარხართ ჩემო მეგობრებო" - წერს სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42