„დედამ ფეხებში 2 ხელყუმბარა ჩამიდო და მითხრა: თუ სარდაფში შემოვლენ მე თავში რკინის კეტს ჩავარტყამ და შენ შვილო რგოლი მოხსენი, ნუ გეშინია ტკივილს ვერ იგრძნობო...“ - რ2-ის ჟურნალისტი დათო კაკულია აფხაზეთის ომზე
სოც.მედია - 15:42, 07 Aug, 2018     7201
რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დავით კაკულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში რუსეთ-საქართველოს ომის დეტალებს იხსენებს:

„1992 წლის 3 ოქტომბერი, გაგრა საოკუპაციო ძალების ხელშია, წვავენ, იპარავენ, კლავენ ყველაფერს რაც ქართულია. საკუთარი სახლის სარდაფში ალუმინის ,, ლეჟანკაზე,, დედამ ფეხებში 2 ხელყუმბარა ჩამიდო და მითხრა: თუ სარდაფში შემოვლენ მე თავში რკინის კეტს ჩავარტყამ და შენ შვილო რგოლი მოხსენი, ნუ გეშინია ტკივილს ვერ იგრძნობო... მაგის მერე დავიმახსოვრე სამუდამოდ რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს!

2008 წლის აგვისტოს 9 ან 10 რიცხვი, გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარ, ოპერატორ რამაზ უთრუგაშვილ ერთად. ჯარი უკან იხევს, აბსოლუტურად მოუმზადებელია ქართული მედია, ვაკეთებ იმას რაც შემიძლია, ტელეფონზე ზარია, ნანა ინწკირველი მირეკავს ახლა შენთან თუხარელი მოვა და მასალას მოგცემსო. ალექს გაბელია და თუხო მოვიდა, ძევერასთან ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ვიდეომასალა მომცეს. მაშინ ამის ეთერით გაშვება პროპაგანდა კი არა იმედი იყო, იმედი იმის რომ საქართველოს ბრძოლა შეუძლია და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

ამ ამბის მერე თუხარელი დისევში შებრუნდა რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული ოჯახის გამოსაყვანად. ყოველ წელს მიდის ვიცი საოკუპაციო ხაზთან და თავის დამწვარ სახლს უყურებს, მაგრამ ამას ხმამაღლა არასოდეს იტყვის. ამით ერთ რამეს ამტკიცებს-ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

მე ჩემს სახლს ვერ ვუყურებ, შორია და არ ჩანს მანდარინების ჩრდილში ჩაფლული...

#დიდებასაქართველოს“ - წერს ჟურნალისტი დავით კაკულია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42