"ხშირად ვფიქრობ, რატომ დამსაჯა ღმერთმა ასე..."- მარტოხელა დედა 3 ქალიშვილს ზრდის... სამივე ცერებრალური დამბლით არის დაავადებული
საზოგადოება - 12:17, 07 Aug, 2018     5936
ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში სახლობს ყიფშიძეების ოჯახი, რომელთა საცხოვრებლიდან გამუდმებით ისმის ტირილი და სასოწარკვეთილი ყვირილი. აქ სიღარიბე, უმწეობა და უიმედობაა გამეფებული.

მარტოხელა დედა, რომელიც მეუღლემ 16 წლის წინ მიატოვა, ზრდის 3 ქალიშვილს - სამივე მათგანი ცერებრული დამბლით არის დაავადებული. შეუძლებელია, ამ ტრაგედიამ არ დათრგუნოს ყველაზე „შეუვალი“ ადამიანის გულიც კი, რამეთუ მათი ყოფა ძალიან მძიმე სანახავია...

ნანა - ასაკით დებს შორის ყველაზე უფროსია. იგი 29 წლისაა, არ აქვს მხედველობა და სმენა, ვერ ლაპარაკობს, არ შეუძლია გადაადგილება, მთელი დღე იმყოფება ეტლში და ტირის, მხოლოდ ხანდახან თუ ჩაეძინება.

ნონა - 27 წლისაა. მხედველობა გააჩნია, თუმცა სმენა პრაქტიკულად არ აქვს, მიჯაჭვულია საწოლს, გამოსცემს ცალკეულ ბგერებს და ისიც ხშირად ტირის.

ყველაზე უმცროსი ქალიშვილი, ლელა, 16 წლისაა. იგი ცალკეულ ბგერებს გამოსცემს, თუმცა გადაადგილება შეუძლია. მას ხშირად მოსდის შეტევები, რომლის დროსაც ხდება აბსოლუტურად უმართავი და აგრესიული, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. ასე რომ, იგი ერთი წუთითაც არ დაიტოვება მარტო.

„ხშირად ვფიქრობ, რატომ დამსაჯა ღმერთმა ასე, თუმცა ამავე დროს სწორედ ღმერთი მაძლევს იმის ძალას, რომ გავუძლო ამ ტრაგედიას და მოვუარო ჩემს შვილებს... 2015 წელს შემიჩერეს სოციალური დახმარება. ჯერ მითხრეს - ძროხა გყავსო და სოციალური დახმარება არ გეკუთვნისო, მერე მითხრეს - ქათმები გყავს და 4 ქათამი ერთ ძროხას უდრისო, ახლა მეუბნებიან - მიწები გაქვს და ფულს ვერ მოგცემთო. დიახ, მაქვს ნაკვეთები, ისევე როგორც სოფლის ყველა მცხოვრებს, მაგრამ შემიძლია მე ისინი დავამუშავო ან რამეში გამოვიყენო? მთელი დღე ვუვლი ავადმყოფ შვილებს, ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ მარტო, სულ დაძაბული ვარ...“, - ამბობს მაია ყიფშიძე.

ეს ოჯახი მწირი პენსიის ამარა არის დარჩენილი, რომელიც არ ჰყოფნით წამლების, სპეციალური კვების, ჰიგიენური საშუალებების საყიდლად, რომ არაფერი ვთქვათ მასაჟის სეანსებზე ან რეაბილიტაციის კურსზე. მათ საკუთარი სახლიც კი არ გააჩნიათ. „ჩვენი საცხოვრებელი ჩამოინგრა, იქ ცხოვრება უკვე საშიში კი იყო. შევსახლდი ვეტერინალური ლაბორატორიის მიგდებულ შენობაში და დღემდე აქ ვიმყოფები ჩემს შვილებთან ერთად“, - გვითხრა მაია ყიფშიძემ.

მეგობრებო, ყიფშიძეების ოჯახს ძალიან უჭირს, ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. მოდით, სანამ გვიანი არ არის, ამოვუდგეთ მათ გვერდში და გავუწოდოთ დახმარების ხელი.

შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ყიფშიძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/350-kipshidze/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42