გურიაში სასარგებლო წიაღისეულის დარღვევით მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
საზოგადოება - 21:30, 06 Aug, 2018     2214

წიაღის ეროვნულმა სააგენტომ გურიაში სასარგებლო წიაღისეულის დარღვევით მოპოვების ფაქტები გამოავლინა.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხუთი სალიცენზიო ობიექტის შემოწმების შედეგად ორში დარღვევა აღმოაჩინა. შემოწმება-დათვალიერება სოფლების - ლიხაურისა და მაკვანეთის მიმდებარედ მდინარე აჭისწყალზე მოხდა.

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ორი სუბიექტი სასარგებლო წიაღისეულს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე მოიპოვებდა, რის გამოც მომზადდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები და განსჯადობის მიხედვით გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ დათვალიერება/შესწავლით და მასალების კამერალური დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული ორი ლიცენზიანტიდან ერთ-ერთი ლიცენზიის მფლობელი ქვიშა-ხრეშს მოიპოვებდა სალიცენზიო კონტურს გარეთ, რასთან დაკავშირებითაც კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით მასალები გაიგზავნა უფლებამოსილ ორგანოში.

სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა ლიცენზიის მფლობელებს და წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, სააგენტოში მისი წარდგენისა და თანხმობის მიღებამდე მოპოვებითი სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და სამუშაოების დაწყებამდე სავალდებულო წესით უნდა შეთანხმდეს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან.

რაც შეეხება დარჩენილ სამ ობიექტს, დათვალიერება/შესწავლით დადგინდა, რომ აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი არ აწარმოებდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს, შესაბამისად აღნიშნული ლიცენზიების პირობების დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირდა" - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42