"დაკავებისას შახტის წარმოების დირექტორს გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოშია გადაყვანილი" - ტყიბულში "საქნახშირის" თანამშრომლები დააკავეს
საზოგადოება - 19:50, 06 Aug, 2018     2929
მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, "საქნახშირის" ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს.

"დღეს, ტყიბულში, 2018 წლის 5 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შპს ,,საქნახშირი"-ს (ჯი აი ჯი ჯგუფი) ადმინისტრაციის წარმომადგენლების დაკავება დაიწყო.

პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ამჟამად დაკავებულები არიან: მურადი აბულაძე (უბნის უფროსი), ტარიელ აბესაძე (უბნის უფროსის მოადგილე), გიზო კირკიტაძე (მთავარი ინჟინერი), აკაკი ახვლედიანი (შახტის დირექტორი), მამული კუბლაშვილი (შახტის მენეჯერი) და კიდევ ერთი პიროვნება, რომლის ვინაობის დაზუსტება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

როგორც პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, პოლიცია წარმოების დირექტორის გია ქარქაშაძის დასაკავებლადაც მივიდნენ, თუმცა გულის შეტევის გამო იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პროფკავშირის წარმომადგენლებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება გამოძიება დაკავებულებს" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42