"1990-იანი წლებისა და 2008 წლის ომების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის რიცხვი მასშტაბურია: 278 103 იძულებით გადაადგილებული პირი, დაახლოებით 200 000 აფხაზეთის მკვიდრი (მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრები დაახლოებით 40 000 ეთნიკური ქართველი), დაახლოებით 20 000-30 000 ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მკვიდრი (მათ შორის, ახალგორის მუნიციპალიტეტის 1000-მდე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა) და კიდევ ბევრი, ვინც კონფლიქტის შედეგად დატოვა ქვეყნის ფარგლები და რომელთა შესახებაც მონაცემები არ მოიპოვება
მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ ეტაპზე 52 008 დევნილი ოჯახი, რეგისტრირებულ დევნილთა 58% კვლავ თავშესაფრის მიღების მოლოდინშია.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დარჩენილი დევნილთა სახლები მიწასთანაა გასწორებული. აფხაზეთში კი „უპატრონო" ქონებად ითვლება და დე ფაქტო „სახელმწიფოს" საკუთრებაში გადადის, რითაც იძულებით გადაადგილებულ პირებს სარგებლობის უფლება ეზღუდებათ" - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






