ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის ტექნიკით აღჭურვილი გემი დღეს დილით ფოთის პორტში შემოვიდა
საზოგადოება - 11:09, 03 Aug, 2018     1953

ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის ტექნიკით აღჭურვილი პირველი გემი დღეს, 3 აგვისტოს, დილის 10 საათზე, ფოთის პორტში შემოვიდა. გემი დატვირთულია სპეციალურად მოდერნიზებული მძიმე ტექნიკითა და სადრენაჟო სისტემით და ის პირველი გემია, რომელიც წამყვანმა საზღვაო-საინჟინრო კომპანია „Van Oord“ - მა როტერდამის საერთაშორისო პორტიდან გამოაგზავნა. ორ კვირაში შავი ზღვის სანაპიროს „Van Oord“ - ის მეორე გემი მოადგება, ხოლო სექტემბრის პირველ კვირას ანაკლიის სანაპიროზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოების შესასრულებლად შემოვა.

„ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ, უმნიშვნელოვანეს ფაზაში გადადის. მალე ყველანი ერთად ურთულესი საზღვაო საინჟინრო სამუშაოების მომსწრენი გავხდებით. მაგალითისთვის მხოლოდ ორ ციფრს დაგისახელებთ: ანაკლიის პორტის პირველი ფაზის ტერიტორიაზე მოხდება 3500 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟო მილების ჩალაგება ყოველ 1,5 მეტრის დაშორებით 10 მეტრის სიღრმეზე, ხოლო გემი „ათენა“ ზღვის ფსკერის დაღრმავებისა და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღების, ამოტუმბვის და მისი ნაპირზე განთავსების სამუშაოებს შეასრულებს,”- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მშენებლობა აგვისტოში საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოებით გაგრძელდება. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს, რომელიც ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42