საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. მრევლს ქადაგებით მიმართა პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომაც, რომელმაც ქვეყანაში „ცოდვის დაკანონების მცდელობაზე“ ისაუბრა:
„დღეს ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე ახალმა დრომ ახალი პრობლემები დააყენა, ახლაც არის მცდელობები დაინერგოს კერპმსახურება, რომელიც ძლიერნი ამა სოფლისანი თავისუფლების იდეის საფარ ქვეშ ხორციელ ცოდვებს ნორმად აცხადებენ, თქვენ გითქვამთ არაერთხელ, რომ ცოდვის დაკანონებით ადამიანი თავის გამართლებას ცდილობს, მაგრამ ვერანაირი კანონი მას ვერ გაამართლებს, თუ იგი ღმერთმა არ გაამართლა, ანუ ცოდვის დაკანონებით ამ ცოდვას ბოროტებაც ემატება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი კერპის აღმართვის მცდელობა საქართველოში რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და ცოდვის დაკანონება დამარცხდება,“- ქადაგებს მეუფე შიო.
მასალის გამოყენების პირობები






