"ცხოვრებამ სად არ მათრია და დღესდღეობითრუსულენოვან ტურისტებთან მიწევს აქტიურიურთიერთობა. მოკლედ, დროდადრო, რუსულენოვანიგიდის ფუნქციას ვასრულებ(რაც სრულებით არმეთაკილება). ჰოდა, გუშინწინდელი ამბავი უნდამოგიყვეთ. საღამოს ვასრულებთ დღის ბოლო წრეს... ამოვიდა 15 რუსი ტურისტი, ოღონდ ესარ იყო ერთი ჯგუფი. ცალ - ცალკე მოგროვდნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ.
ამ 15ტურისტიდან ნაწილი მოსკოველი იყო, ნაწილი სანკტ-პეტერბურგელი (ლენინგრადელი,რა...). დავიწყე ისტორიის თხრობა და, როდესაც ვთქვი, რომ არაერთი ქართული ხუროთმოძღვრული შედევრი შეტანილია იუნესკოს მიერ შედგენილ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ერთ - ერთმა რუსმა დაიძახა: " ჩემი ნება რომ იყოს, მე რომ ამის უფლებამოსილება მქონდეს, მთელს საქართველოს შევიტანდი იუნესკოს სიაში და მსოფლიოს დავავალდებულებდი, დაეცვა საქართველო...ვაი,რომ მე ამის უფლება არ მაქვს!"..ახლა, არგაინტერესებთ, როგორი იყო დანარჩენი რუსების რეაქცია?..გამახსენდა მივიწყებულიტერმინი - "ხანგრძლივი, მქუხარე ტაში, გადაზრდილი აპლოდისმენტებში"...ჰო, მართლა, ის რუსი, რომელმაც დაიძახა, რომ მსოფლიო უნდა იცავდეს საქართველოს, აღმოჩნდა ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ფოტოკორესპონდენტი ანდრეი ავტუხოვი...ამიტომ ვფიქრობ, იქნებ სახალხო დიპლომატია არ არის მთლად სანაგვეზე გადასაგდები საქმე და ამ გზით,შესაძლოა, ბევრს მივაღწიოთ? ამ პოსტისთვის რუსოფილობას ნურავინ დამაბრალებს. მე არც არავისოფილი ვარ, არც არავისოფობი( "ფილობაც" და "ფობობაც" კლინიკური შიზოფრენიის გამოხატულებაა)...სპექტაკლი "ხანუმა" გახსოვთ? ჰოდა, აკოფ დარდიმანიანცისა არ იყოს - "ორი სიტყვა ჩემთვისა ვთქვი"... და ნუ მოაბამთ პოლიტიკურ კუდებს!!!" - წერს ისტორიკოსი.
მასალის გამოყენების პირობები






