დეკანოზის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მეუფე პირდაპირ დაემურქა წმიდა სინოდის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მამა გიორგის უდანაშაულობაში თავიდანვე დარწმუნებულები იყვნან, ან მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდეგ დარწუნდნენ მამალაძის სიმართლეში.
თორნიკე მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სკანდალურ განცხადებას „შიშს“ უკავშირებს.
დეკანოზის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ ილია მეორე და სინოდის უმრავლესობა „სიმართლის მხარეს დადგება“ და გამოაშკარავდება რომ „საქმის უკან მეუფე იაკობი დგას“.
"მეუფე იაკობის განცხადება სხვა ეპისკოპოსების დაშინებას ემსახურება. ის სხვა სასულიერო პირებს ამ მიზანმიმართული განცხადებით პირდაპირ დაემუქრა, ვინც დაიცავს დეკანოზს, მას უარესი მოუვაო. განცხადება, რომელიც მან დღეს სამების საკათედრო ტაძართან გააკეთა იყო შეშინებული ადამიანის განცხადება, რომელიც თავის განაჩენს გრძნობს.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გააქტიურებულები არიან ეპისკოპოსები. წმიდა სინოდის წევრები შედიან მამა გიორგისთან და თითოეული მათგანი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ დეკანოზი არის მსხვერპლი.
მოგეხსენებათ, რომ მეუფე გრიგოლმა ჩემს ძმასთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა და ღიად თქვა, რომ დეკანოზი გარემოებების მსხვერპლია. დღეს კი მეუფე იაკობმა თქვა, რომ ვითომ მეუფე გრიგოლმა დაურეკა და უთხრა, მამა გიორგი დამნაშავეაო, რაც ჩემი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მეუფე გრიგოლი ამ საკითხსაც საზოგადოებას ამცნობდა.
ამასთან, შეგახსენებთ მეუფე ანტონის განცხადებასაც, რომელმაც თქვა, რომ საქმის ირგვლივ კითხვები არსებობს და ამ კითხვებს აუცილებლად დავსვამთო. მეუფე იაკობი დარწმუნებულია, რომ წმიდა სინოდი მიიღებს ადექვატურ გადაწყვეტილებას და გამოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის უკან იდგნენ. მეუფე იაკობმა იცის, დარწმუნებულია, რომ ეს თვითონ არის და ეშინია, ამიტომ ცდილობს, რომ ეპისკოპოსებმა სიმართლეს მხარი არ დაუჭირონ”- განუცხადა „ნიუპოსტს“ თორნიკე მამალაძემ.
დეკანოზის ძმა საქართველოს პატრიარქთან გიორგი მამალაძის ოჯახის შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ ილია მეორემ მათ უთხრა, რომ დეკანოზი მსხვერპლია.
„არსებობს პატრიარქთან ჩვენი შეხვედრის ჩანაწერი, სადაც უწმინდესი ამბობს, რომ დეკანოზი ამის გამკეთებელი არ იყო და მამა გიორგი არის მსხვერპლი. ეს ჩანაწერები შეგიძლიათ თავადაც მოიძიოთ, სადაც გარკვევით ჩანს პატრიარქის პოზიცია და არა ის, რა სურს თავად იაკობს, რომ უწმინდესს ეს პოზიცია ჰქონდეს”- აღნიშნა მამალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






