ზოგადი უნარების 80-ქულიანი დევი - აბიტურიენტი, რომელმაც უნარ-ჩვევებში ყველას აჯობა
საზოგადოება - 16:47, 02 Aug, 2018     38360

2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე უმაღლესი 80 ქულა 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დევი ონიანმა დაიმსახურა. EDU.ARIS.GEმ ზოგადი უნარების ნამდვილი „დევი“ იპოვა და გაარკვია, რომ ის სამედიცინო მიმართულებაზე აბარებს და ექიმობას გეგმავს. შედეგების შესახებ სოფელში, დასასვენებლად მყოფმა შეიტყო და მაღალ ქულას უკვე მეგობრების წრეში აღნიშნავს.

როგორც დევიმ EDU.ARIS.GE-ის უთხრა,ზოგად უნარებში მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში ემზადებოდა.

ამბობს, რომ მათემატიკა ყოველთვის უყვარდა.

„თავიდანვე რომ გავაკეთე უნარების ტესტი 73 ქულა ავიღე და ვიფიქრე, რომ არ მჭირდებოდა ბევრი მომზადება. ბოლო რამდენიმე თვე დავდიოდი, რომ რაც პრობლემები მქონდა ეგენი აღმომეფხვრა. მათემატიკა გამომდის. ზოგადი უნარების შედეგები რომ დაიდო, რაც გადავამოწმე ყველაფერი სწორი მქონდა. ვფიქრობდი და ეჭვი მეპარებოდა, რომ შეიძლება გადაწერაში მქონოდა შეცდომა და რომ დაიდო უკვე პასუხები, საიტით ვნახე. კმაყოფილი როგორ არ უნდა ვიყო ამ შედეგით“.

ის ახლა მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფება, თუმცა, შედეგების გაგების შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად ზოგადი უნარების და სკოლის პედაგოგებმაც მიულოცეს წარმატება.

„უნარები არ არის ისეთი საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება და გარკვეულწილად არის უფრო მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ბავშვის უნარ–ჩვევებს ამოწმებს,“ – ამბობს დევი.

მას მეგობრები დადებითად ახასიათებენ. როგორც EDU.ARIS.GE-ის მასთან ერთად მყოფმა მეგობარმა უთხრა, დევის ასეთ შედეგს სრულიად სამეგობრო ელოდა, რადგან ის არის ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ბიჭი. ხუმრობით კი „ოჯახის შვილი და დედის სიყვარული“.

„წარმატებას და წარმატებას ვუსურვებ, ერთადერთი, რაც მას აკლია, ესაა წარმატება და თუ იქნება ისეთივე წარმატებული, რასაც ახლა მიაღწია, იქნება სულ კარგად,“ – ამბობს მეგობარი ვახო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42