"გუშინ, გვიან ღამით, გლდანში, მ.წ. და მისი ორი მეგობარი ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლები გახდნენ. ორმა 20 წლამდე ახლაგაზრდამ მათ ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ მათ ცემაზე გადავიდა. პოლიცია თავიდან გულგრილად ეკიდებოდა საქმეს, თუმცა Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა-ს იურისტის და საგამოძიებო ნაწილში სხვა განყოფილების ჩართვის შემდეგ, პოლიციის დამოკიდებულება გაუმჯობესდა. დაზარალებულებმა ამ წამს დატოვეს ექსპერტიზის სამსახური. ჩვენ ვამონიტორინგებთ ამ საქმეს, რათა დამნაშავეები საკადრისად დაისაჯონ.
ეს არ არის ერთჯერადი შემთხვება. ლგბტ ადამიანები სისტემატიურად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი! სახელმწიფოსგან მოვითხოვთ ჰომოფობიასთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგიის და ხედვის გაცნობას!" -წერს ლევან ბერიანიძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






