"19 წლის ვიყავი მაშველად რომ დავიწყე მუშაობა" - ალექსანდრე შუკვანი, რომელიც 5 წელია საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანების სამსახურშია
საზოგადოება - 13:46, 02 Aug, 2018     5812
დღის გმირი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ალმოდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 24 წლის თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანია.
როგორც ალექსანდრემ "ნიუპოსტთან" განაცხადა, ის 24 წლის არის, თუმცა უკვე 5 წელია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია. ის 19 წლიდან ხალხის სამსახურშია.

თვითმხილველთა თქმით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანების გამო სამაშველო სამსახური დღეს დილით გამოიძახეს.


"ხანძარი მეორე სართულზე იყო, მესამე, მეოთხზე და მეხუთე სართულებზე კი ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა, ძალიან შავი ბოლი იყო, მაგრამ აირწინაღებით მოვახერხეთ საცხოვრებელ ბინებში შესვლა და ბავშვების გამოყვანა.

მამა ყვიროდა, მე-6 სართულზე არის ბავშვო. დედასთან ერთად იყო,დედა ტიროდა დედა, შეშინებული. მამა ზევით ვერ ადიოდა, ძალიან შავი ბოლი იყო. ცდილობდნენ ასვლას, მაგრამ ვერ შეძლეს, ძალიან ცუდი ვითარება იყო.

ერთი პატარა მე გამოვიყვანე, ერთი გადაარჩინეს

24 წლის ვარ, 19 წლიდან ვმუშაობ მაშველად , 5 წელია რაც აქ ვარ" - ამბობს ალექსნდრე "ნიუპოსტთან" საუბრისას.

ადგილობრივების თქმით, ალექქსანდრე შუკვანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პატარა საცხივრებელიდან უვნებლად გამოიყვანა. არც პატარას და არც კორპუსში მცხოვრებ სხვა პირებს საშიშროება არ ემუქრებათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42