"მამა ყვიროდა, ბავშვი ზევით არისო" - ვინ არის 24 წლის გმირი მაშველი, რომელმაც ჩვილი სიკვდილს გადაარჩინა
საზოგადოება - 13:26, 02 Aug, 2018     52726
დღის გმირი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ალმოდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალგაზრდა თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანია.

ალექსანდრე 24 წლის არის, თუმცა უკვე 5 წელია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია. ახალგაზრდა 19 წლიდან ხალხის სამსახურშია.

თვითმხილველთა თქმით, საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანების გამო სამაშველო სამსახური დღეს დილით გამოიძახეს.

ადგილზე დროულად მისულმა მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს, მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვები.

"ხანძარი მეორე სართულზე იყო, მესამე, მეოთხეზე და მეხუთე სართულებზე კი ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა, ძალიან შავი ბოლი იყო, მაგრამ აირწინაღებით მოვახერხეთ საცხოვრებელ ბინებში შესვლა და ბავშვების გამოყვანა.

მამა ყვიროდა, მე-6 სართულზე არის ბავშვო. დედასთან ერთად იყო,დედა ტიროდა დედა, შეშინებული. მამა ზევით ვერ ადიოდა, ძალიან შავი ბოლი იყო. ცდილობდნენ ასვლას, მაგრამ ვერ შეძლეს, ძალიან ცუდი ვითარება იყო.

ერთი პატარა მე გამოვიყვანე, ერთი გადაარჩინეს" - ამბობს ალექსანდრე "ნიუპოსტთან" საუბრისას.

ადგილობრივების თქმით, ალექსანდრე შუკვანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პატარა საცხოვრებელიდან უვნებლად გამოიყვანა. არც პატარას და არც კორპუსში მცხოვრებ სხვა პირებს საშიშროება არ ემუქრებათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42