თიბისი ბანკის ინიციატივით იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდება
საზოგადოება - 16:33, 01 Aug, 2018     1126

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, თავის ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. ტრენინგები სექტემბერში დაიწყება და მასზე დასწრება რეგისტრაციის გავლის შემდეგ თავისუფალია.

2019 წლიდან იჯარის აღრიცხვიანობისა და მართვის ახალი სტანდარტი (ფასს 16) დაინერგება, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის მოიჯარის მიერ აღრიცხვიანობის სტილს, იჯარის განმარტებასა და მსგავსი ტრანზაქციების მართვის პროცესს.

ტრენინგის თემის აქტუალობა სფეროში მიმდინარე ცვლილებებმა განაპირობა და თიბისის გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირებს დარგის სიახლეებს Savvy Consulting-ის მმართველი პარტნიორი, მარიამ ქოიავა გაუზიარებს.

"თიბისი პირველი კომპანიაა, რომლის ინიციატივითაც იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ღია ტრენინგი ჩატარდება. ველოდებით იმ მიზნობრივ აუდიტორიას, რომლისთვისაც აღნიშნული თემა მათი საქმიანობიდან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დამსწრეები სამი საათის განმავლობაში, მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს მიიღებენ", - მარიამ ქოიავა.

ტრენინგზე IFRS 16-ისა და IFRS for SME იჯარის კომპონენტების განხილვასთან ერთად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები პრაქტიკული დავალებების მეშვეობით ახალ სტანდარტებსაც შეისწავლიან.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში აუდიტორია:

გაეცნობა ფასს 16-ის სტანდარტის ძირითად სიახლეებს

მიმოიხილავს იმ ძირითად სექტორებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხება

გაეცნობა სტანდარტის ძირითად გამონაკლისებს

დასახავს ახალ სტანდარტზე გადასვლის სამოქმედო გეგმას

გაეცნობა იმ ფინანსურ კოეფიციენტებს, რომლებიც შეიცვლება ახალი სტანდარტის ამოქმედების შედეგად

ტრენინგზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. რეგისტრაციის, ასევე ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbusiness.ge/ka/Trainings/IFRS-siaxleebi-ijara.

IFRS-ის ტრენინგი ბიზნესგანათლების პროგრამის ნაწილია, რომელსაც თიბისი ბანკი 2014 წლიდან ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს. ბანკის ეგიდით ტარდება ტრენინგები, კონფერენციები, მასტერკლასები, B2B და აგროფორუმები და მათში მონაწილეობა ყველა მსურველისთვის სრულად დაფინანსებულია. ბიზნესგანათლების კომპონენტით უკვე 15 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა.

თიბისი ბანკის მომავალი ტრენინგების თემატიკა კონკრეტულ სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების შესაბამისად შეირჩევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42