წელს აივ ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა
საზოგადოება - 15:35, 01 Aug, 2018     1024
წელს აივ ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაციას ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

"2018 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით დაფიქსირებულია – 397 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 359 ახალი შემთხვევა.

1989 წლიდან 2018 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში სულ 7159 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული.

მათ შორის 5355 მამაკაცია და, 1804 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3782 პაციენტს. 1460 პაციენტი გარდაიცვალა.

30 ივნისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4365 (3864 + 501 აფხაზეთი) პაციენტი, მათგან 49 (39 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.8 % (2921) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 45.8 % (3278) - ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა; 10.8 % (776) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან (მსმ); 1.4 % (100) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია და 0.7 % (48) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2608 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი), სამეგრელოში 909 (აქედან ზუგდიდი - 605), შემდეგ იმერეთში 894 (ქუთაისი 436), აჭარაში 809 (ბათუმი – 512), აფხაზეთში (452), კახეთში (345) ქვემო ქართლში (372), შიდა ქართლში (268), გურიაში (153), ფოთში (110), სამცხე-ჯავახეთში (99) და ა. შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს - 351; 2009 წელს -385; 2010 წელს -455; 2011 წელს - 424; 2012 წელს – 526; 2013 წელს 490 ახალი შემთხვევა; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს -719.

2018 წელს გარდაიცვალა 80 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127. 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი, 2013 წელს - 96 პირი, 2012 წელს - 109, 2011 წელს – 116. 2018 წელს გარდაცვლილთაგან 62 მამაკაცია და 18 ქალი

სულ საქართველოში გამოვლენილია 106 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათგან 66 - ვაჟი, 40 - გოგონა. წლების განმავლობაში 27 - გარდაიცვალა, 3 - გავიდა ქვეყნიდან" - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ კვლევაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42