შალვა ნათელაშვილის მეუღლემ ბელა ალანიამ „სარკესთან“ ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე და გამოცდილებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ახალგაზრდობაში ეჭვიანობდა, თუმცა ეს უსაფუძვლო იყო ხოლმე.
„ეს ისეთი ცუდი გრძნობაა, ისე განადგურებს და გამცირებს, რომ... ასეთ დროს მთავარია, თვითშეფასება არ გქონდეს დაბალი და შენი თავის გჯეროდეს. არ მინდოდა მეღიარებინა, რომ ვეჭვიანობდი. ვცდილობდი, ეს დამეფარა და ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი. თუ ამის დამალვა შეგიძლია, მაშინ ალბათ ძალიან ძლიერი ქალი ხარ.
მკაცრი რეაქციები არ მქონია, მხოლოდ მე ვიტანჯებოდი. შინაგანად ვჭამდი და ვღრღნიდი ჩემს თავს, ეჭვით ვიძინებდი და ვიღვიძებდო. ეს პირველ ხანებში, თორემ მერე, ვისაც უნდა ეთქვა რამე, არაფერს დავიჯერებდი. შალვა იმდენად ნათელია, იმდენად სუფთაა, რომ წარმოუდგენელია მასზე მსგავსი რამ გაიფიქრო. ძალიან გულწრფელია, თუმცა თავის მამაკაცურ ღირსებებსაც ინახავს თავისთვის და ქალსაც უნახავს თავის ღირსებას.
- ყოფილა მომენტი, თუნცად წამიერი, როცა ქმართან გაშორება გაგივლიათ გულში?
კი, მიფიქრია. წავკინკლავებულვართ რაღაცაზე და ეს ის მომენტია, როცა მას ჰგონია, რომ ის არის მართალი და შენ პირიქით. სიმძიმე და დაძაბულობა რომაა ოჯახში, ორივე დუმს... ასეთ დროს გამივლია გულში, გავშორდე-მეთქი, მაგრამ მეორე წუთში რომ წარმოვიდგენდი მის გარეშე ცხოვრებას, მაშინვე ვურიგდებოდი“ - ამბობს ბელა.
მასალის გამოყენების პირობები






