სამართალდამცავებმა ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი დააკავეს. ფაქტი გვიან ღამით მას შემდეგ მოხდა, რაც სოზაშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციასთან, მისი კუთვნილი ავტომობილიდან პირადი ნივთების ამოსაღებად მივიდა.
სოზაშვილმა დაკავებამდე კრიმინალური პოლიცია უფლებამოსილების გადამეტაბაში დაადანაშაულა. იგი უარყოფს ბრალდებას, თითქოს ის კრიპტო-ვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ელექტროენერგიას იპარავდა და "ენერგო-პრო ჯორჯიას" ბრალდებას, რის გამოც გამოძიება დაიწყო, პროვოკაციად მიიჩნევს.
"ენერგო-პროს ვუხდიდიდთ 1000 ლარს, შემდეგ მოვიდნენ და თქვეს, რომ 1000 ლარი არ გვყოფნისო, გვინდა 1500 ლარიო, რაზეც ჩვენ ვუთხარით უარი, იმათმა გვითხრეს რომ ჩავჭრითო და ჩვენ დავუდასტურეთ-კი ბატონო, ჩაჭერითთქო,"-განმარტავს სოზაშვილი.
მის ბრალდებებს პასუხობენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში" და აცხადებენ, რომ ბიზნესმენს არანაირი თანხა არ აქვს გადახდილი.
"დატაცების ფაქტის აღმოჩენსითანავე პოლიციამ დააფიქსირა ეს ფაქტი და ადმინისტრაციული ოქმიც დაიწერა ამის შესახებ. აბსურდია იმაზე საუბარიც რომ თითქოს ჩვენმა თანამშრომლებმა იცოდნენ და ჩვენმა თანამშრომლებმა დააერთეს ის ტრანსფორმატორზე. ასევე მას არანაირი თანხა არ აქვს არსად გადახდილი. ყოველ შემთხვევაში ჩვენს თანამშრომლებთან და "ენერგო-პრო ჯორჯიაში,"-აცხადებს ”ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ავთანდილ დვალიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






