"ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიმართულია საარჩევნო პროცესში ჩარევის თავიდან აცილებისკენ, ჩვენ 32 გვერდი და აქაუნთი წავშალეთ, რომლებიც ჩართული იყო კარგად კოორდინირებულ, არაოფიციალურ კამპანიაში, მათ შორის იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომელიც მიმართული იყო რამდენიმე კვირის შემდეგ დაგეგმილი "მემარჯვენეთა გაერთიანების" გასაპროტესტებლად. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს სჯეროდეთ იმ კავშირების, რომელსაც ისინი ამყარებენ Facebook-ში, სწორედ ამიტომ ვშლით ყალბ ანგარიშებს.
ჩვენ ჯერ კიდევ ვიძიებთ, რა მოხდა, მაგრამ ის ვინც ამ აქაუნთების ქსელი შ3ექმნა, იმაზეც იზრუნა, რომ თავისი რეალური სახე დაემალა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. თუმცა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მოქმედების ეს სახე და მეთოდები გავს იმას, რაც რუსეთის ინტერნეტის კვლევის სააგენტომ (Internet Research Agency) გააკეთა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩვნების წინ და შემდგომ.
2018 წელს ჩემი საქმიანობის პრიორიტეტია Facebook-ის არამართებული გამოყენების აღკვეთა. ჩვენ შევქმენით სერვისები, რათა ხალხი ერთმანეთს დაახლოებოდა. და მე მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ხელი შევუშალოთ ვინმეს ეს სერვისები ჩვენს დასაშორებლად გამოიყენოს. ამიტომაც ჩავდეთ ამდენი უსაფრთხოებაში - მათ შორის მეტი ხალხი და მეტი საუკეთსო ტექნოლოგია - და ამიტომაც ვთანამშრომლობთ სამართალდამცველებთან, სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რათა უკეთ ვიყოთ მზად ამ საფრთხეებისთვის.
უსაფრთხოება არაა ის პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც სრულიად არის შესაძლებელი, ჩვენ საქმე გვაქვს თანამედროვე და კარგად დაფინანსებულ მოწინააღმდეგეებთან, მათ შორის სახელმწიფოებთან. ისინი მუდმივად ვითარდებიან და ცდილობენ ახალ-ახალი თავდასხმა მოაწყონ. მაგრამ ჩვენ ასევე სწრაფად ვსწავლობთ ვვითარდებით, ჩვენ ჩავდეთ დიდი რესურსები, რათა ადამიანების უსაფრთხოება დავიცვათ," - წერს ცუკერბერგი.
მასალის გამოყენების პირობები






