"13 წლის გამათხოვეს... ბავშვი არ მეყოლა და გამომაგდეს" - 13 წლის გოგონას შემზარავი ისტორია
საზოგადოება - 17:34, 31 Jul, 2018     6726

სოციალური ქსელის მომხმარებელი იმე დიანი ფეისბუკის პირად გვერდზე აზერბაიჯანელი ზულფოს სევდიანი ბედის შესახებ წერს:

__ ჩემი მამა და დედამ 13 წლის გამათხოვა. ორი წელი შვილი არ მყავდა. ქმარის დედა და მამა ჩემი დედა და მამას უთხრა წაიყვანეთ თქვენი უშვილო გოგო. წამიყვანეს. მე ხომ ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი და საიდან ბავშვი. მერე არავინ ცოლად წამიყვანა და ჩემი ბატრონი ჩემი უფროსი ძმა იღო. იმან თბილისში ჩამომიყვანა. აქ ღამის სკოლა დავამთავრე. ჩემი ძმა და ძმის ცოლი მინახავდა.შარშან ძმა მოკვდა.რძალი და ბავშვები სოფელში წავიდნენ. მე აქ დავრჩი,იქ არავინ მღყავს. ამ ბინაში. ერთი წელია შუქი ჩაჭრილი მაქვს.საჭმელს მეზობლები მაძლევენ. ვერ ვმუშაობ გული ცუდად მაქვს. ექიმთან ვერ მივდივარ ფული არ მაქვს. არ ვიცი სოციალური თუ მომცემენ. მცხვენია მეზობლების. კარგი ხალხია არაფერს მაკლებენ. ბანაობა, ტანსაცმელი, საჭმელი. ზამთარში გათბობა.
ეხლა რძალი იყო და მითხრა ეს ბინა უნდა გავყიდო და შენ სადაც გინდა ცადი. სად ცავიდე ეგეც არ ვიცი. ახალგაზრდა არა ვარ. არც ბებერი რომ პანსიონატში ცავიდე.
__ ზულფო ჩაწერა თბილისის გაქვს?
__ არა, მარნეულის.
__ იქ საერთოდ არავინ გყავს?
__ ჩემი მამას და ცხოვრობს, მაგრამ მე რომ იმ ჩემი ქმრისგან გამომაგდეს, მამიდამ მე თმებით მითრია, თითქოს ჩემი ბრალი იყოს. ახლაც ცუდად ვარ.
ზულფო გაფითრდა. პულსი ვუნახე და ოდნავ უცემდა.
__ მშიერი ხარ?
__ არა, გუშინ ვჭამე შორენასთან დილით.
__ წამალი გაქვს რამე?
__ ხო აი, ვალიდოლი.
__ ახლავე სასწრაფოს გამოვუძახებ.
__ არა გეხვეწები. მერე ეგენი სავადმღოფოში დამაწვენენ, მე ჯერ სოციალური არა მაქვს, რითი გადავიხადო.
__ შორენა სად ცხოვრობს?
__ ჩემთავზე ზემოთ.
ავედი მეზობელ შორენასთან და ჩამოვიყვანე.
__ ზულფო, გუშინ საღამოს სად იყავი ან ამ დილას? ჭამა არ გინდოდა?
__ წასული ვიყავი ნათესავთან.
__ რომელ ნათესავთან?! აქ შენ არავინ გყავს ნათესავი დაა… კარები შეგნებულად არ გააღე?
__ არა მშიოდა.
შორენა გავიდა და ცოტახანში ჩაი და ნამცხვარი მოიტანა.
__ ბატონო გია, დაენიშნება ზულფოს დახმარება?
__ დიდი ალბათობით დაენიშნება ქალბატონო შორენა.
__ როგორ, შეიძლება არ დაენიშნოს?
__ გამორიცხული არაფერია. ახლა ხომ კომპიუტერული პროგრამა ანგარიშობს სარეიტინგო ქულას და მშრალი ციფრების უკან რა ფაქტობრივ მასალას დაეყრდნობა ფორმულა, მე არ ვიცი. მე ვხედავ მის მდგომარეობას, აღვიქვავ მის უკიდურეს სიღატაკეს, მაგრამ ჩემს სუბიექტურ აზრს აღარ ითვალისწინებს პროგრამა.
__ ძალიან ცუდი.
__ კი, ძალიან ცუდი.
ამასობაში ზულფოს ფერი დაუბრუნდა.
საღამოს შორენასთან დავრეკე და ზულფო მოვიკითხე.
__ ჩემი მეგობარი ექიმი მოვიყვანე, კარდიოგრამა გადაუღო. ცუდი მდგომარეობა არ არისო. წამლები დატოვა და ერთ კვირაში ისევ მოვა. ორგანიზმია გამოფიტულიო. ნევროზი გართულებული აქვს და სიმშვიდე უნდაო.
__ გაიხარეთ შორენა, უფალს ებარებოდეთ.
__ თქვენც დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის.
__ ამ დღეებში მოვინახულებ ზულფოს.
__იცით, ორი კვირით ბავშვები მიმყავს აგარაკზე და ზულფოსაც წავიყვან. აქ მარტო ვერ დავტოვებ. სხვა მეზობლები თამრიკო და ლიკაც წასულები არიან. რაიმე პრობლემა ხომ არ იქნება სოციალურში, ზულფო რომ წავიყვანო?
__ არა, სარეიტინგო ქულა მხოლოდ ერთ თვეში იქნება ცნობილი. მანამ წაიყვანეთ.
ზულფო 45 წლის ქალია. ამ მდგომარეობაში კი მისი ხალხის ტრადიციამ ჩააგდო. 14 წლის მოუმწიფარ გოგონას რომ შვილის გაჩენას მოსთხოვენ, მერე კი განათხოვარს აღარავინ მოიყვანს ცოლად. 13 წლის ასაკში მას ცხოვრება წაართვეს. ალბათ მარტო ზულფო არ არის ასეთი ბედის.

წყარო: ალია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42