ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, მხარდამჭერებთან ერთად დღეს მტავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების ხელმძღვანელს მამუკა ასათიანს შეხვდნენ.
ასათიანის თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია სარალიძის და კუპრავას მიერ მიღებულ საქმეებს განიხილავს. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის იმედი აქვს.
“მე ამათი პასუხები არ მაკმაყოფილებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შვილის მკვლელები ისევ გარეთ დადიან. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, გაისაუბრებენ და იმედია, შემხვდებიან. ადმინისტრაცია საქმის კურსშია და ალბათ შეხვედრას დაგეგმავენ, ვნახოთ. მე შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ვითხოვ, დანარჩენ საქმეებს რაც შეეხება, იმედია გადახედავენ, მოახსენებენ და გენერალურმა პროკურორმა უნდა განახორციელოს ცვლილება”, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






