დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას ეხმაურება. სასულიერო პირი თვლის, რომ "სრულიად გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო".
"არ შეიძლება, რომ ოთხი კაცი სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებდეს, 4-მილიონიანი ერის ნებას უგულებელყოფდეს და თავისი გაუგებარი ლოგიკით იღებდეს სრულიად დამღუპველ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობთ, სრულიად გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო. ესეთი იქნება რეკომენდაცია"- აცხადებს დეკანოზი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.
მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მათივე მტკიცებით, მარიხუანას მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.
მასალის გამოყენების პირობები






