მათი ინფორმაციით, ძმები სახლს ვერ იყოფენ და ეს მათი დაპირისპირების და ჩხუბის პირველი შემთხვევა არ არის. მეზობლები არაერთხელ შესწრებიან დედმამიშვილების ჩხუბს და ისინი ბევრჯერაც გაუშველებიათ. თუმცა, ამ შემთხვევაში მათი გაშველება ვეღარ მოასწრეს და ძმამ ძმას სახლში დანა სანამ მეზობლები შევიდოდნენ, მაშინ დაარტყა.
დაჭრილი მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადის. მედიკოსების ინფორმაციით, დაჭრილი სანდრო თანდილაშვილის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ძმის დაჭრაში ეჭვმიტანილი ძმა ჯერჯერობით დაკავებული არ არის და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები.
ძმების ერთ-ერთი მეზობელის თქმით, დედმამიშვილები უკვე წლებია მშობლების დატოვებულ სახლს ვერ იყოფენ. სავარაუდოდ, ერთს სახლის გაყიდვა სურს, რაზეც მეორე არ თანხმდება და ამბობს, რომ ის მისი საკუთრებაა და თუ იქ მეორე ძმა შევა, მას მოკლავს. მეზობელი გვიყვება, რომ მათი ჩხუბის გამო პოლიციაც არაერთხელ გამოუძახებიათ, მაგრამ მათი მორიგება ვერც პოლიციამ შეძლო. მათ სავარაუდოდ, არც სამართლებრივი დავა არ სურთ, რადგანაც ქონების ერთმანეთისთვის გაყოფა არ უნდათ.
„მეზობლებმა მათი ჩხუბის ამბავი გვიან შევიტყვეთ. სულ ასე ჩხუბობენ. ხან ერთი სცემს და ხან მეორე. ამათი საშველი არ არის. ასე როგორ შეიძლება ერთმანეთის გამეტება.
"პოლიციაც არაერთხელ გამოგვიძახებია, მაგრამ მერე ისევ აგრძელებდნენ ჩხუბს. ჩვენ როდესაც მივედით, სანდრო უკვე ეზოში იწვა და ყვიროდა მიშველეთ ჩემმა ძმამ დამჭრა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, სანამ ჩვენ მათ გასაშველებლად შესვლა მოვასწარით, ძმას ძმა უკვე დანით დაუჩეხია.
"ერთი კისერში ჰქონდა ჩარტყმული მეორე კიდევ გულმკერდის არეში. სისხლად იცლებოდა. კიდევ კარგი სწრაფად შევედით, თორემ ალბათ ხელებში ჩაგვაკვდებოდა.
"როგორც ჩვენ ვიცით, ერთს სახლის გაყიდვა და გაყოფა უნდა, მეორეს კი არა. ამბობს, ეს მისი სახლია და სანდროს შიგნით არ უშვებს. სიტუაცია სულ დაძაბული აქვთ და ერთმანეთს გამუდმებით ფიზიკურად უსწორდებიან", - აცხადებს დაჭრილი მამაკაცის მეზობელი.
ადგილობრივების ინფორმაციითვე, ძმის დაჭრაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა. მეზობლებმა მისი შეჩერება ვერ მოასწრეს. ეჭვმიტანილის დასაკავებლად კი სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
წყარო: Resonancedaily.com.
მასალის გამოყენების პირობები






