მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა
საზოგადოება - 11:46, 31 Jul, 2018     945

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე ქართული ენის დისტანციური სწავლების ქვეპროგრამის ფარგლებში პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ტრენინგს დაესწრნენ.

ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნენ დისტანციური სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავებულ პროგრამას და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, დამატებითი რესურსების ანალიზი, გაკვეთილის გეგმის პრეზენტაციები და სამომავლო გეგმების დასახვა.

ქვეპროგრამა ქართული ენის დისტანციური სწავლება 2016 წლის ოქტომბრიდან ხორცილდება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, ხელმისაწვდომია უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია 200-ზე მეტი მოსწავლე 36 ქვეყნიდან.

ქართული ენის დისტანციური სწავლების მიზანია, ხელს შეუწყოს ქართული ენისა და კულტურის გავრცელებას და უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისათვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ონლაინ გაკვეთილები ეფუძნება სწავლების ინტერაქტიულ მეთოდს, რომლის ფარგლებშიც გამოყენებულია მრავალფეროვანი და საინტერესო ონლაინ ინსტრუმენტები. დისტანციური სწავლება 5-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.

პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და კომპანიის „Microsoft – საქართველო“ მხარდაჭერით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42