ხადას ხეობის ტრაგედია და პეტიცია, რომლითაც ამერიკელები ხელისუფლებას მიმართავენ
საზოგადოება - 18:04, 30 Jul, 2018     4668
ხადას ხეობაში მომხდარ საშინელ მკვლელობას, რომელმაც რაიან სმიტის, მისი მეუღლისა და მათი 4 წლის შვილის სიცოცხლე შეიწირა, გამოხმაურება მოჰყვა ამერიკაშიც. იქ მცხოვრები ქართველებისა და, ასევე, საქართველოში მცხოვრები ამერიკელების ჯგუფმა გადაწყვიტა, მოკლული ცოლ-ქმრის ოცნება აასრულოს და მარნეულში რაიან სმიტის სახელობის ბავშვთა გასართობი მოედანი ააშენოს. ამ მიზნით ისინი პეტიციით მიმართავენ მარნეულის მუნიციპალიტეტს, სადაც გარდაცვლილი ოჯახი 2012 წლიდან ცხოვრობდა.

პეტიციაზე ხელის მომწერთა შორის არიან ამერიკელი ქრისტინა პუშა და ამერიკის მოქალაქე, ქართველი ემიგრანტი მიხეილ ცინაძე, რომელიც საქართველოში ქართულ-ამერიკულ საინჟინრო მხაზველობით კომპანია S Cad Group georgia-ს ხელმძღვანელობს. ქალბატონი პუშა რესპუბლიკურ პარტიაში პოლიტიკური კონსულტანტია. საქართველოთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაინტერესდა, ის ორი წელი მუშაობდა საქართველოში, ეხმარებოდა ქართველ ახალგაზრდებს, მიეღოთ განათლება ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში, ქრისტინა პუშას ჩვენი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ქალბატონმა ქრისტინა პუშამ და ბატონმა მიხეილმა გადაწყვიტეს, სათავეში ჩაუდგნენ საქველმოქმედო პროექტს. ალბათ, სიმბოლურია, რომ სწორედ მიხეილ ცინაძემ, რომელიც დღეს ამერიკის მოქალაქეა და იქ დამკვიდრებამდე ემიგრანტის რთული გზა განვლო, გადაწყვიტა რაიან სმიტის ოცნების ასრულება. მიხეილ ცინაძეს ამერიკაში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

მიხეილ ცინაძე:

– საშინელებაა, როცა ასეთი, ენით აუწერელი დანაშაული ხდება. რაიან სმიტისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა საშინელი ტრაგედიაა. 20 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ. როდესაც საქართველოდან წავედი, ამერიკაში ემიგრანტის რთული გზა გავიარე დასამკვიდრებლად, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის თანადგომა, რაც ამ ქვეყანამ მომცა. მე არ ვიცნობდი რაიან სმიტს, ალბათ, მასაც არ გაუვლია მარტივად გზა საქართველოში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ისე უყვარდა საქართველო და მიაჩნდა თავის მეორე სამშობლოდ, როგორც – მე. ამ მძიმე პერიოდში ერთადერთი მცირე ნუგეში, ალბათ, ის იქნება, ყველა ერთად შევიკრიბოთ და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ მათი ხსოვნის პატივსაცემად. საქართველოში არსებულ ექსპატრიანტების იმეილ ჯგუფში, მკვლელობამდე დაახლოებით 2 კვირის წინ რაიან სმიტმა დაწერა, რომ დაინტერესებულია, ააშენოს ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი იმ ქალაქში, სადაც ის და მისი მეუღლე ზრდიდნენ თავიანთ მცირეწლოვან შვილს. როგორც ჩანს, მარნეულში არ არსებობს ასეთი საბავშვო მოედანი და ისინი ცდილობდნენ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოეგვარებინათ ეს პრობლემა და თანხმობა მიეღოთ.

გამოვნახოთ გზა. იქნება ეს პეტიცია, ლობირება ხელისუფლებასა თუ მედიაში, და მივიპყროთ კეთილი და საჭირო ხალხის ყურადღება და ავაშენოთ ეს ბავშვთა მოედანი რაიანის და მისი ოჯახის სახსოვრად. მათი სულები სამუდამოდ იცოცხლებენ იმ ადამიანების გულებში, ვინც მათ იცნობდა და იმ ბავშვების გულებში, რომლებიც თაობების განმავლობაში ითამაშებენ ამ მოედანზე. რაიან სმიტს სურდა, პეტიციის შეტანა ხელისუფლების ყურადღების მოსაპყრობად და განსახილველად. მე შევიტანე ასეთი პეტიცია ოფიციალურ ვებსაიტზე: ichange.gov.ge, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პეტიციის განსახილველად და გამოსაქვეყნებლად 10 დღემდე სჭირდება. ასევე, ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებულმა პეტიციამ უნდა დააგროვოს 10000 ხელმოწერა, რომ ის ოფიციალურად იყოს განხილული. ეს, ალბათ, მისაღებია სრულიად ქვეყნის მასშტაბურ პროექტებზე, ან რომელიმე პრობლემაზე, რომელიც თბილისის ფარგლებში განიხილება. მაგრამ მარნეულში სულ 20000-ამდე მოსახლეა და ამიტომ 10000 ხელმოწერა ასეთ პეტიციაზე, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სულ 20000 მოსახლეობით უნდა განიხილოს, ცოტა არ იყოს და არარეალურია. ვთხოვ ყველას, ვინც იქნება ამ ინიციატივის მომხრე, დარეგისტრირდნენ საიტზე ichange.gov.ge და შემდეგ პაროლითა და მომხმარებლის სახელით მისცენ ხმა პეტიციას. წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელი პირობაა. გთხოვთ, არ დაიზაროთ, ეს ძალიან საჭირო საქმეა!

ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, შევქმნათ ამ მოედნის პროექტი, რომელიც სხვადასხვა საიტებზე დაიდება საჯაროდ განსახილველად; მივიღოთ საჭირო სამშენებლო ნებართვა ხელისუფლებისგან; ჩვენ არ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ ამ მშენებლობისთვის გამოყოს თანხები; ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ამერიკელები და ამერიკელები, ვისაც უყვარს საქართველო, შევაგროვებთ და გამოვნახავთ საჭირო თანხებს; ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ იმას ვთხოვთ, რომ გამოგვიყოს მიწის ნაკვეთი ქალაქის ფარგლებში, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ. ეს საქველმოქმედო პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან რაიან სმიტსა და მის ოჯახს საქართველო მიაჩნდა მეორე სამშობლოდ, მას უყვარდა ჩვენი ქვეყანა და ცდილობდა კეთილი და საჭირო საქმის კეთებას. მან ეს ვერ მოასწრო, ვინაიდან ბოროტმა ძალებმა მისი და მისი ოჯახის სიცოცხლე დროზე ადრე წაიღო. ამ მემორიალის აშენებით, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში, ჩვენ დავამკვიდრებთ მათ ხსოვნას და ეს იქნება ხალხებს შორის მეგობრობის სიმბოლო. მე ამჟამად ვიმყოფები ამერიკაში, საქართველოში დავბრუნდები აგვისტოს მიწურულს და ჩემს ამერიკელ და ქართველ მეგობრებთან ერთად განვახორციელებ ამ პროექტს, რომელში ჩართვის საშუალებაც ყველა მსურველს ექნება.

პროექტში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ, მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: mt@cadcabinets.com



წყარო: PrimeTime.Ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42