„მიმდინარეობს ბრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად“ - ექიმი თუშეთში კლდიდან გადავარდნილ 11 წლის ბავშვზე
საზოგადოება - 14:04, 30 Jul, 2018     1883

მთათუშეთში მომხდარი უბედური შემთხვევა - კლდიდან გადავარდნილი 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. იაშვილის კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გია ბიბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოზარდის სისცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა:

"კატასტროფის ბრიგადის მიერ პაციენტი ჩვენთან შემოყვანილია მრავლობითი დაზიანებებითა და მძიმე ნევროლოგიური სტატუსით. მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები და შესაბამისი დარგის სპეციალისტების კონსულტაციები. აღმოჩნდა, რომ პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ტრავმული დაზიანება, მათ შორის სისხლჩაქცევა თავის ტვინში, თავის ტვინის შეშუპება, სახის ძვლების დაზიანება, თუმცა რაიმე სახის ქირურგიული ჩარევა ამ მომენტისთვის არ განიხილება. პაციენტი კვლავ რჩება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე (ხელოვნურ სუნთქვაზე). გრძელდება მისთვის გეგმური საძილე და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიცემა,"- განაცხადა გია ბიბილაშვილმა.

ექიმის თქმით მოზარდს უტარდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ყველა პროცედურა:

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრძოლა როგორც მისი ტვინის დარჩენილი უჯრედების შესანარჩუნებლად, ასევე მთლიანად მისი სიცოცხლის გადასარჩენად. თავის ტრავმების მკურნალობა მოხდება მისი კლინიკური და ინსტრუმენტული კვლევის შედეგების კორელაციის მიხედვით. ამ ეტაპზე პაციენტს უკეთდება ყველაფერი, რაც მულტიპროფილურმა გუნდმა ჩათვალა საჭიროდ,"- განაცხადა გია ბიბილაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42