ბიჭი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-4 სართულის აივანზე აძვრა და ჩამოვარდა, გარდაიცვალა
სოც.მედია - 13:58, 30 Jul, 2018     16226
15 წლის გიორგი გორგაძე, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-4 სართულის აივანზე აძვრა და ჩამოვარდა, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სამწუხარო შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ 15 წლის გიორგი გორგაძეს პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა.

გიორგიმ, რომელიც სპორტზე დადიოდა, ფიზიკურად ძლიერი და ყოჩაღი ბიჭია, უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამძვრალიყო მეოთხე სართულზე (!) აივნების მეშვეობით და გაეღო ბავშვისთვის კარი... მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა არწმუნებდა, დედა მოვა მანამდე და დაველოდები, არ ახვიდეო, ახალგაზრდულმა სიმამაცემ და ჟინმა არ მოასვენა და მაინც აძვრა... რა და როგორ მოხდა, ახლაც უჭირთ ახსნა იმბავშვებს, რომლებიც ამ ამბის ბოლოსკენ მოგროვდნენ ეზოში. მესამე სართულის აივნიდან, უკვე ქვემოთკენ მომავალი გიორგი (სახლის კარი ისე აღმოჩნდა დაკეტილი, რომ შიგნიდანაც ვერ გააღო და უკან ბრუნდებოდა), მოულოდნელად გადმოვარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. ზოგიერთი ბავშვი იმასაც ყვება, რომ გადმოხტა - იფიქრა, შეძლებდა ამ სიმაღლიდან ძირს დახტომას... სამწუხაროდ, დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა...

გიორგი, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა კომაში იყო და ექიმებიც და მშობლებიც სასწაულის მოლოდინში იყვნენ. შინაგანი ორგანოები გიორგის მწყობრში ჰქონდა, ძირითადი დაზიანება ტვინზე მოდიოდა. მან 3 თვე გაატარა საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ შეძლო/.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42