ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში აგრო-ტურისტული ფესტივალი „გურია 2018“ გაიმართა.
ფესტივალის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის და ტურისტული მომსახურების სერვისების მწარმოებლების ცნობადობის ამაღლება და მათი ხელშეწყობა პროდუქციის რეალიზაციასა თუ მომსახურების გაწევაში.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონის 50-ზე მეტმა ფერმერმა, მეწარმემ და კოოპერატივის წარმომადგენლებმა, რომლებიც აწარმოებენ თაფლს, ჩაის, ლურჯმოცვს, მარწყვს, ნერგებს, ღვინოს, მინერალურ-ტკბილსასმელებსდაა.შ.
ფესტივალში მონაწილეობისა და ქართული პროდუქციის წარმოებისათვის ყველა მონაწილეს „მადლობის სიგელი“ გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები






