23 წლის ნათია გველებიანი საზოგადოების მხარდაჭერას საჭიროებს. ნათია გველებიანს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, კერძოდ კი დიფუზური მსხვილუჯრედული B-უჯრედული ლიმფომა. მას 6 თვეა ხერხემლის გაუსაძლისი ტკივილები აქვს. სწორედ ექვსი თვის წინ დაუდგინდა აღნიშნული დიაგნოზი, რის შემდეგაც ქიმიოთერაპიის 4 კურსი ჩაიტარა. იგი თურქეთში გაემგზავრა, სადაც თითოეულ ქიმიოთერაპიულ კურსში 2000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. მას უკან დაბრუნება და საქართველოში მკურნალობა მოუწია, თუმცა აქ მისთვის მხოლოდ გამაყუჩებელი მედიკამენტების მიღებაა შესაძლებელი, კერძოდ კი მორფის. იმისათვის, რომ ნათიამ უწინდებურად გააგრძელოს ცხოვრება და სრულად გამოჯანმრთელდეს, საჭიროა მისი თურქეთში გადაყვანა და შესაბამისი ოპერაციის ჩატარება, აღნიშნულისთვის კი მას 36 000 აშშ დოლარი სჭირდება. ნათია გველებიანს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. დახმარების მსურველებმა ჩარიცხეთ თანხა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე: საქართველოს ბანკი - GE88BG0000000101039761 თიბისი ბანკი - GE84TB7814545061100065 მიმღები: ნინო ქოქაშვილი მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის: 0901701400
მასალის გამოყენების პირობები






