„მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა მხრიდან არ შეიზღუდოს აქციის მონაწილე პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება“ - ომბუდსმენი სვანეთის მოვლენებზე
საზოგადოება - 20:48, 26 Jul, 2018     1387

სვანეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე მოვლენებს ადგილზე აკვირდებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები:

„დღეს, 26 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭუბერი, ხაიში და ილდიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის მიერ გატარებული საპროცესო ღონისძიებები ადგილობრივმა მოსახლეობამ ჭუბერში და მოგვიანებით ხაიშში გააპროტესტა, სადაც მონაწილეების მიერ გადაიკეტა ზუგდიდი-მესტიის დამაკავშრებელი გზა. მიმდინარე მოვლენებს ადგილზე აკვირდებიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის წარმომადგენლები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ აქციის მსვლელობას.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ახორციელებს ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა მხრიდან არ შეიზღუდოს აქციის მონაწილე პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ასევე, მოვუწოდებთ შეკრებილებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ასევე, ესწრებოდა ხელისუფლების წარმომადგნელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკებების პროცესს და მონიტორინგს გაუწევს საპროტესტო აქციას მის დასრულებამდე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთათვის მუდმივ რეჟიმში ხელმისაწვდომია სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 598 08 30 06“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42